ხანგოშვილის მკვლელს ადვოკატი კარამურზაში გაცვლას პირდება – ზურაბ ხანგოშვილი

ტვ პირველთან, ზელინხან ხანგოშვილის ძმა, ზურაბ ხანგოშვილი, ამბობს, რომ გერმანიაში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელს კარამურზაში გაცვლას პირდებიან.
“ნავალნიზე იყო ერთი მომენტი, მითხრეს, რომ არის საუბარიო, მაგრამ ასეთი საუბარი არ იყო, რომ მნიშვნელობა არ მივეცი. ახლა დამიკავშირდა ადვოკატი, მითხრა, რომ არის საუბარიო, რომ კარამურზაში გაცვალონ.
ჩემი პოზიციაა, რომ აქამდე იმედი მქონდა, რომ რაც ის იმედს დაკარგავდა და იფიქრებდა, რომ მას არ გაცვლიდნენ, ის ალაპარაკდებოდა და იტყოდა, ვინ დაეხმარა, ვინ გადასცა იარაღი, ვინ მიუტანა სკუტერი და ვინ მისცა ის ინფორმაცია, რომ ჩემს ძმას იმ დროს, იმ გზაზე უნდა გაევლო.
ვიცი, რომ ადვოკატი ჰყავს, ადვოკატის მეშვეობით იმედებს აძლევენ, იცის, რომ არის საუბარი, რომ მას გაცვლიან და დაბრუნდება რუსეთში და რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ის არაფერს არ იტყვის, იმედი დაკარგულია,“, – ამბობს ხანგოშვილი.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ს გაცვლა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელზე ვადიმ კრასიკოვზე იგეგმებოდა.
რუსი ოპოზიციონერი ვლადიმერ კარამურზა მოსკოვის სასამართლომ ღალატის ბრალდებით გაასამართლა და 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულმა მაღაზიაში გასაშლელი დანა შეიძინა – აბრამიძე ჯაიანს შეხვედრაზე მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ დასთანხმდა