ესპანური AS-ის ინფორმაციით, 33 წლის კოლუმბიელი ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი, რომელიც ამჟამად ლა ლიგის ბინადარ “რაიო ვალეკანოს” ღირსებას იცავს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კლუბს გამოიცვლის.
გამოცდილ ფეხბურთელს გუნდის მთავარ მწვრთნელ ინიგო მარტინესთან კონფლიქტი აქვს. აღსანიშნავია, რომ როდრიგესი მადრიდულ გუნდში ამ შემოდგომაზე მოვიდა, ის ძირითადად შეცვლებზე შემოდის და ჯამში სულ 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხამესის სამსახურით სერია A-ს რომის “ლაციოა” დაინტერესებული.