ხალხს ვეღარ მოატყუებთ და სიმართლესაც ვერაფერი მოერევა – მამუკა მდინარაძე

ხალხს ვეღარ მოატყუებთ და სიმართლესაც ვერაფერი მოერევა –
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, “გამჭვირვალობის კანონის” წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი განცხადებით, ოპონენტები საზოგადოებას ვეღარ მოატყუებენ და სიმართლეც ვეღარ დაიმალება, ვინაიდან, ხალხი სიმართლეს უჭერს მხარს, დემოკრატია კი სწორედ ხალხის ძალაუფლებას ნიშნავს.
“ხალხს ვეღარ მოატყუებთ და სიმართლესაც ვერაფერი მოერევა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ სიმართლეს ხალხის მხარდაჭერა აქვს, დეზინფორმაციას და შავი ფულით ქვეყნის დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობას – მხოლოდ ლობირების იმედად დარჩენილი უსამშობლო ადამიანების! დემოკრატია ხალხის ძალაუფლებას ნიშნავს!.. ქვეყნის კურსი ჩვენ კონსტიტუციით განვსაზღვრეთ და ზუსტად ვიცით, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, ოღონდ არა ცალ ფეხზე დგომის, ეროვნული თავმოყვარეობის შელახვის, ეროვნული იდენტობის დაკარგვის, გაუმჭვირვალობის და შავი ფულით ქვეყნის მართვაში ჩარევის ხარჯზე! ამას საქართველო აღარასდროს დაუშვებს! #ღირსებითევროპაში” – წერს მამუკა მდინარაძე.
Next: სინამდვილეში, ნაცებს, მათ ენჯეოებს და მედიას ევროპა კი არა, შავი ფული და ამ ფულით მართვის ბერკეტები აინტერესებთ, ამ მიზნით ებრძვიან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასაც

ასევე დაგაინტერესებთ

ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცა ჯილდო, როგორც უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს, საკუთარი საქმიანობით ეს ადამიანები აძლიერებენ ჩვენს ქვეყანას, გააქვთ ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ და მათი საქმიანობა იმსახურებს დაფასებას

ზოგ რეკომენდაციას რომ გავყოლოდით, შეიძლება გვქონოდა სწრაფი შედეგი კანდიდატის სტატუსთან, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებასთან დაკავშირებითაც, მაგრამ ვიქნებოდით ფიზიკურად და ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა