ხალხნო, აზრზე ხართ რა დონეზე აქვთ ძალადობა წახალისებული ამ ვითომ ოპოზიციას?

ხალხნო, აზრზე ხართ რა დონეზე აქვთ ძალადობა წახალისებული ამ ვითომ ოპოზიციას? – ასე ეხმიანება გიორგი გამსახურდია პარტია “საქართველოსთვის” ლიდერ გიორგი გახარიასა და “ქართული ოცნების” წევრებს შორის მომხდარ დაპირისპირებას, რომლის ამსახველი ვიდეომასალაც ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
გამსახურდიას თქმით, კადრებში ჩანს, რომ გახარია პოლიტიკოსს, რომელიც მას კართან ხვდება, ჭიქიან ხელს ურტყამს.
“ხალხნო, აზრზე ხართ რა დონეზე აქვთ ძალადობა წახალისებული ამ ვითომ ოპოზიციას? პოლიტიკოსად თვლის თავს ეს გარეწარი გახარია და მეორე პოლიტიკოსი, კარებში ეკითხება მიცანიო? ეს კიდევ, პასუხად ჭიქიან ხელს ურტყამს! ეს მოღალატე, ნაძირალა და მოძალადე! თან, აშკარად არაფხიზელ მდგომარეობაშია…” – წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც