დიდთოვლობა ქვეყანაში და პარალიზებული რეგიონები. ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა. აჭარის პარალელურად, ამ დრომდე რთული ვითარებაა გურიაში. ხალხი სტიქიის პირისპირ, პრაქტიკულად, მარტოა დარჩენილი. სოფლები გარესამყაროს მოწყდა. მოსახლეობა წყლის, გაზისა და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ჩამოინგრა სახლები, რის გამოც ოჯახები ღამეებს მეზობლებთან ათევენ.
ეს დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული პრობლემების მცირე ნაწილია. ხალხი შველას ითხოვს, მაგრამ სამაშველო სამსახურები არსად ჩანან. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა იმ ოჯახებში, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ, ძლიერი ყინვის ფონზე კი არ აქვთ ელექტროენერგია. გზები გაუწმენდავია, მათ შორის ავტობანი და საავადმყოფოებამდე მისასვლელი ტერიტორიაც. სასწრაფოს ექიმები პაციენტებამდე ფეხით მიდიან.
დასავლური სანქციების ტალღით შეშინებული ოლიგარქის მსახურების ინტერესებში ქონების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება არ შედის. ამიტომ რეჟიმმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და დამალეს ის, რაც სავარაუდოდ, ხალხის ხარჯზე დააგროვეს.