“ხალხი “არსენალის” წარუმატებლობით სიამოვნებას იღებს” – გარი ნევილი

ვეტერანმა ფეხბურთელმა და ამჟამად Sky Sports-ის საფეხბურთო ექსპერტმა, გარი ნევილმა, “არსენალის” შესახებ ისაუბრა.
“მეთოფეები” გასულ უიკენდზე “ბორნმუთთან” 1:2 დამარცხდნენ და 22-წლის შემდეგ, პრემიერლიგის ტიტულის მოპოვება კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს.
ნევილის თქმით, “არსენალის” უიღბლობა ფეხბურთის გულშემატკივრებს სიამოვნებას ანიჭებთ.
“ყველამ ვიცით, რომ “სიტისა” და “არსენალის” დაპირისპირებამდე, ყველა იტყვის, რომ “ქალაქელები” ამ შანსს გამოიყენებენ.
ისე ჩანს, რომ ხალხს “არსენალის” წარუმატებლობა სიამოვნებას ანიჭებს. “არსენალი” პრაქტიკულად მთელი კვირის განმავლობაში დინების საწინააღმდეგოდ ცურავს.
მათ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნონ და ემოციები აკონტროლონ. ასეთ დროს, ემოციები კარგს არაფერს მოიტანს.
კარგია, რომ “მეთოფეები” “სიტისთან” მატჩამდე, შუა კვირაშიც ითამაშებენ, რადგან მთელი კვირის განმავლობაში გვარდიოლას გუნდთან დაპირისპირებაზე ფიქრი, მათთვის სასარგებლო არ იქნება. შესაძლოა, “სპორტინგთან” დაპირისპირება “არსენალს” ძალების აღდგენაში დაეხმაროს”, – განაცხადა გარი ნევილმა.
შეგახსენებთ, “სიტისა” და “არსენალის” დაპირისპირება 19 აპრილს, “ეტიჰადზე” გაიმართება.