,,ხალხის ძალა” საპარლამენტო არჩევნებზე “ქართული ოცნების” სიით მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ახალი ოფისის გახსნაზე თქვა:
,,მივესალმები ასევე ჩვენი მეგობრების ჯგუფს, შემართულ ჯგუფს, რომელსაც ხალხის ძალა ჰქვია და ეს შემთხვევითი არ არის, ეს მისალმებაც, მათ შორის, იმიტომ რომ ჩემგან გაიგებთ ალბათ პირველად, დღეს გავკადნიერდები, რომ ისინი საპარლამენტო არჩევნებში ჩვენთან, საერთო სიით მიიღებენ მონაწილეობას“