„ხალხის ძალა“ პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირდა, თავმჯდომარედ კი სოზარ სუბარი აირჩიეს

„ხალხის ძალა“ პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირდა, თავმჯდომარედ კი სოზარ სუბარი აირჩიეს.
პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალის“ დამფუძნებელი ყრილობა პარტიის წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა გახსნა, რომელმაც შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ყრილობის მიერ არჩეულ იქნა ყრილობის თავმჯდომარე, მდივანი, პარტიის ხმის დამთვლელი კომისია, განისაზღვრა პარტიის სახელწოდება და დამტკიცდა პარტიის წესდება.
ასევე, არჩეულ იქნა პარტიის სარევიზიო კომისია. ეკა სეფაშვილმა ყრილობის დელეგატების წინაშე პარტიის დამფუძნებელი რვა წევრის (, , გურამ მაჭარაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, ზაალ მიქელაძე, ეკა სეფაშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, დავით კაჭარავა) წარდგინებით პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატად სოზარ სუბარი დაასახელა და სოზარ სუბარი ყრილობამ ერთხმად აირჩია.
Next: ჩვენ დღეს ვიწყებთ პოლიტიკური ბრძოლის ახალ ეტაპს და ამ ეტაპზე ჩვენი სამშობლოს და ხალხის მიმართ ჩადენილი დანაშაულებისთვის აგენტურის გასამართლება იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს მაგალითზე, ლიბერალური წრეების მიერ გამოზრდილი თაობების ერთი ნაწილი, ზოგადად უუნარო აღმოჩნდა ნებისმიერი ტიპის აჯანყებისთვის − მათ შორის საზოგადოების ტრადიციული, კონსერვატიული, სარწმუნოებრივი სეგმენტის წინააღმდეგ

ევროჩინოვნიკებმა ჩვენ გვითხრეს, არ გაბედოთ ნებისმიერი ქვეყნიდან თქვენთან შემოსული ფულის კონტროლი, თორემ პრორუსების იარლიყს მოგაკრავთ და ქვეყანას ავაყირავებინებთ ჩვენს მიერ დაფინანსებულ ნაც-პარტიებს და ნაც-ენჯეოებსო