„ხალხის ძალა“ პარტიად დაფუძნდა

საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი, მოძრაობა „ხალხის ძალა“, პარტიად დაფუძნდა. სადამფუძნებლო ყრილობა დღეს, 18 მარტს, გაიმართა.
პარტიის წევრებმა თავმჯდომარედ აირჩიეს სოზარ სუბარი. ის ამავდროულად არის საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.
„ჩვენ დღეს ვიწყებთ პოლიტიკური ბრძოლის ახალ ეტაპს და ამ ეტაპზე ჩვენი სამშობლოს და ხალხის მიმართ ჩადენილი დანაშაულებისთვის „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი უცხოური თანამზრახველების, აგენტურის გასამართლება იქნება ჩვენი მთავარი ამოცანა“, – თქვა სოზარ სუბარმა.
მოძრაობა „ხალხის ძალა“ „ქართული ოცნების“ ოთხმა ყოფილმა დეპუტატმა: სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა, მ და გურამ მაჭარაშვილმა 2022 წლის აგვისტოში დააფუძნეს. მათი გაცხადებული მიზანი იყო „საზოგადოების სიმართლით აღჭურვა“, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში გამოირჩეოდნენ ანტიდასავლური რიტორიკით, მათ შორის თავს ესხმოდნენ -ის ელჩს.
ამ მოძრაობის ინიციირებული იყო ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი, რომელზეც საქართველოს პარტნიორი ქვეყნები აღნიშნავდნენ, რომ მისი მიღება ხელს შეუშლიდა ქვეყნის ევროინტეგრაციას. კანონი, ამოქმედების შემთხვევაში, საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს „უცხოური გავლენის აგენტების სიაში“ რეგისტრაციას დაავალდებულებდა.
მმართველმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ“ – ე.წ. აგენტების კანონი მოიწონა და 2023 წლის მარტში პირველი მოსმენით მიიღო. ამ დღეს ამერიკის საელჩომ თქვა, რომ ეს “საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღე” იყო, ათასობით ადამიანი კი პარლამენტთან შეიკრიბა. საბოლოოდ, უმრავლესობას ამ კანონპროექტის ჩაგდება მოუწია.

ასევე დაგაინტერესებთ