„ხალხის ფულის ფლანგვა მათი სამშენებლო ბიზნესებისათვის ფულის შოვნის ხრიკია – გამოაცხადებენ ერთ ფასს, ჯდება თითქმის ორჯერ მეტი“ – რას წერს რომან გოცირიძე

„ხალხის ფულის ფლანგვა მათი სამშენებლო ბიზნესებისათვის ფულის შოვნის ხრიკია – გამოაცხადებენ ერთ ფასს, ჯდება თითქმის ორჯერ მეტი“ – რას წერს
პარლამენტის წევრი, რომან გოცირიძე პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ დაანონსებულ 70 000-კაციანი სტადიონის აშენებას ასე ეხმაურება:
„ახალი, უხარისხო საკალათბურთო დარბაზი ააშენენეს, თანაც ორი, ათეულ მილიონობით ფული გაფლანგეს, არც ძველია დატვირთული და არც ახლები, ევრობასკეტი კი საერთოდ ყველაზე კურუიოზული გამოდგა მისი ჩატარების ისტორიაში-ფაქტობრივად არავინ დასწრებია თამაშებს. ქვეყანამ იზარალა.
ახლა პრემიერ-მინისტრმა 70 ათასკაციანი ახალი ფეხბურთის სტადიონი უნდა ავაშენოთო, როცა არსებულში წელიწადში სულ რამდენიმე სანაკრებო თამაში თუ იმართება და დანარჩენ პერიოდში ცარიელია.
ხალხის ფულის ფლანგვა მათი სამშენებლო ბიზნესებისათვის ფულის შოვნის ხრიკია. გამოაცხადებენ ერთ ფასს, ჯდება თითქმის ორჯერ მეტი.
არავის სჭირდება ეს სტადიონი. ისედაც უამრავი საქმეა გასაკეთებელი.
რაც გაფლანგეს, იმის დაბრუნების დროც დადგება.
არა რუსულ კანონს და კორუმპირებულ რუსულ მთავრობას.“

ასევე დაგაინტერესებთ

„გავრცელებული ბინძური ჭორი იმის შესახებ, რომ დავით ქაცარავა გადაღებებზე დადიოდა რუსეთში, არ შეესაბამება სინამდვილეს, ყველა პროექტი სომხეთშია განხორციელებული, ვწუხვარ, რომ ასეთ ადამიანს ასე სასტიკად მოექცნენ“ – პროდიუსერის განცხადება