ხალხის მოსატყუებლად წარმოგვიდგინეს რამდენიმე ცენტრი, რომელიც რეალურად „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე ფლანგია

როგორც ჩანს, ოპოზიციის უცხოელი უფროსები კარგად დაფიქრდნენ, გააანალიზეს სიტუაცია და მიხვდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ბრენდი იმდენად სამარცხვინოა, რომ ამ არჩევნებზე ფსონის დადება „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მათთვის წამგებიანი იქნებოდა. შესაბამისად, ხალხის მოსატყუებლად წარმოგვიდგინეს რამდენიმე ცენტრი, რომელიც რეალურად „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე ფლანგია“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
„პირველი არის უშუალოდ „ნაცმოძრაობა“, რომელმაც დაიმატა . ჩვენთვის დიდი ხანია ცნობილია, რომ ბატონი ვაშაძე „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი გახლდათ და აქ სიურპრიზიც არაფერი ყოფილა. მეორე ფლანგია – ე.წ. „ახალი“, რომელიც ძალიან ძველია იქიდან გამომდინარე, რომ ბატონი მელია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გახლდათ, ბატონი გვარამია, რომელიც გენპროკურორის თანამდებობას იკავებდა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს და ბევრ სისხლიან საქმეში აქვს უშუალო მონაწილეობა მიღებული. რანაირად არიან ისინი „ახალი“. ქალბატონი ხოშტარია, რომელიც „ნაცმოძრაობის“ რამდენიმე ფლანგზეა წარმოდგენილი და ის და მისი ოჯახი დიდი ხანია დან ფინანსდებიან, რისი მტკიცებულებებიც არსებობს, ბატონი გირჩი-ჯაფარიძე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური პიროვნებაა ალბათ მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
მისი თქმით, შემდეგი ფლანგია „ლელო“, რომელსაც გარედან მისცეს დავალება.
„გარედან მიცემული დავალებით დაუჯგუფეს ბატონ ხაზარაძეს ბატონი ელისაშვილი. როგორ უნდა დაუკავშირო ისინი ერთმანეთს თუ გარე დავალება არ არის?“- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
მისი განცხადებით, გიორგი გახარიას პარტიაც „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ფლანგია.
„მეოთხე ფლანგია – გახარიას ფლანგი, რომელიც ძალიან სუსტად გამოიყურება. მას 4 მუნიციპალიტეტში აქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიცია“,- აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

არ შეიძლება, ერთი ხელით არღვევდე საარჩევნო პრინციპებს და მეორე მხრივ, როგორც „ობიექტური დამკვირვებელი“ გვიფასებდე არჩევნებს, ასეთ ადამიანებთან შეხვედრას არავითარი ფასი და აზრი არ აქვს ევროპელი დეპუტატების დელეგაციის წევრების ნახევარი ჩართული იყო საქართველოში წინასაარჩევნო აგიტაციაში