ხაინდრავა: ყველაფერი დანარჩენი, რაც გარშემო ხდება, ევროკავშირით დაწყებული და ამერიკის ბიუროკრატიით დამთავრებული, არის ტყუილი

დღეს არ არის დრო სახლში ყოფნის და ტელევიზორში იმის ყურების, თუ რა ხდება. დღეს არის სამშობლოს დაცვის დრო – მისი თავისუფლების, მისი დემოკრატიის, მისი ღირებულებების, მისი სუვერენიტეტის, რაც მთავარია, – ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „იმედის კვირასთან“ 29 აპრილის სახალხო შეკრებაზე საუბრისას განაცხადა.

„მთელი სამყარო დაინახავს, რომ საქართველო არის ერთიანი, საქართველო არის დემოკრატიული, და საქართველო არის მართალი. ყველაფერი დანარჩენი, რაც გარშემო ხდება, ევროკავშირით დაწყებული და ამერიკის ბიუროკრატიით დამთავრებული, არის ტყუილი, ტყუილზე აგებული. გამჭვირვალობის კანონი არის ქართული კანონი, ქართული სახელმწიფოსთვის აუცილებელი, იმისთვის, რომ ეს ბნელი ფული, რომლითაც ამ ბავშვებს დაატარებენ აქეთ-იქით, გახდეს გამჭვირვალე ყველა ჩვენგანისთვის“, – მიიჩნევს ხაინდრავა.

ასევე დაგაინტერესებთ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ