ხაინდრავა: არასოდეს არ დავუვიწყებ ამერიკელებს! ყველგან, სადაც მექნება შესაძლებლობა, ყველანაირად ხელს გავუმართავ და ჩემს პატივისცემას, მაგრამ ერთი არის ამერიკელი ხალხი და მეორე არის პოლიტიკური ისტებლიშმენტი… (ვიდეო)

“ამერიკას უტევსო და მე ამერიკას კი არ ვუტევ, მაგათზე დარდი მაქვს, ნამდვილად. იმიტომ რომ მე მახსოვს კარგად ამერიკელების წვლილი იმაში, რო საქართველო ფეხზე დამდგარიყო ამ უმძიმეს წლებში. მე მახსოვს ფოთის პორტში როგორ ელოდებოდა მთელი ქართველი საზოგადოება ამერიკულ ხორბალს და მე ამას არასოდეს არ დავუვიწყებ ამერიკელებს, არასოდეს! ყველგან, სადაც მექნება შესაძლებლობა, ყველანაირად ხელს გავუმართავ და ჩემს პატივისცემას, მაგრამ ერთი არის ამერიკელი ხალხი და მეორე არის პოლიტიკური ისტებლიშმენტი, სადაც კოენი-მოენი და ეს ვილსონი-მილსონი და ეს დანარჩენები ყველანი, ვინც არიან იქა! შენ წარმოიდგინე, იმ დღეს ვუყურე კონგრესში ტრამპის გამოსვლას და ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა. ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს” | თქვა ქართული ოცნების პროპაგანდისტმა, გოგა ხაინდრავამ.