ხათუნა მიქაცარძე თავდასხმამდე გამომძიებელს დახმარებას სთხოვდა: კურტანიძე მანიაკალურად მოძალადეა, სანამ სისხლს არ დაინახავს, ვერ მშვიდდება

“ქართული ოცნების” ყოფილი წევრის, ლუკა კურტანიძის ყოფილი ცოლი, ხათუნა მიქაცაძე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ყოფილი დეპუტატს უმძიმეს ბრალდებას უყენებს.

დაზარალებული ქალი  „პირველებთან“ დეტალურად აღწერს, როგორ იყო წლების განმავლობაში ძალადობის მსხვერპლი.

მიქაცაძე იხსენებს ქობულეთში განვითარებულ ბოლო შემთხვევასაც და აცხადებს, რომ კურტანიძემ კვლავ დაარღვია სასამართლოს მიერ გამოწერილი შემაკავებელი ორდერი.

  • ამასთან, „პირველების“ ხელშია ხათუნა მიქატაძის მიერ საგამოძიებო უწყებისთვის გაგზავნილი წერილიც, რომელიც 21 ივლისით თარიღდება. წერილში ქალი სამართალდამცველებს რეაგირებას სთხოვს იმ ფაქტზე, რომ ყოფილი დეპუტატი მის სახლში იმყოფებოდა იმ დროს, როცა თავდ საზღვარგარეთ იყო. 

მიქაცაძე აღნიშნავს, რომ სახლი თავად აქვს შეძენილი, თუმცა 2021 წელს, შანტაჟისა და ძალადობის ფონზე, იძულებული გახდა, საკუთრება ელდარ კურტანიძეზე გადაეფორმებინა. მოგვიანებით, ყოფილი ქმრის „მონანიების მომენტში“, სახლის 50% მის სახელზე ისევ დაბრუნდა, თუმცა მეორე ნახევარი უკვე მესამე პირზეა გაფორმებული.

დაზარალებული ასევე მიუთითებს, რომ მარტში კურტანიძეს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ძალადობრივი ქცევა არ შეწყვეტილა და მას კვლავაც მუდმივ შიშში უწევდა ცხოვრება.

სახლი, რომელშიც მე მივედი გუშინ, არის ჩემი. არაერთხელ მაქვს დარეკილი პოლიციაში, რომ საკეტები გამიტეხა ელდარ კურტანიძემ და ფაქტი დაეფიქსირებინათ, რომ შემაკავებელი ორდერი დაირღვა და ა.შ. დავრეკე 112-ში, მოვიდა პოლიციის საპატრულო ეკიპაჟი. დამირეკეს ერთხელ, ვუთხარი, რომ მეშინია და გასული ვარ, დაახლოებით, 500 მეტრის იქიტ და მობრძანდითო და მივედი. ამის შემდეგ რამდენიმე წუთში, ალბათ ვიღაცამ უთხრა, მაქვს ამის კადრებიც გადაღებული, რომ ელდარ კურტანიძე ძალიან სწრაფად მოვარდა. მანიაკალურად მოძალადეა. მას შემდეგ რაც დამარტყა და დავეცი, წიხლის დარტყმა სცადა, იმიტომ, რომ მას ასე სჩვევია, რომ ბოლომდე, სანამ სისხლს არ დაინახავს, ვერ მშვიდდება, სანამ გონებადაკარგულ ქალს არ დაინახავს, ვერ მშვიდდება. პოლიციამ მოკიდა ხელი და გაწია და ამის შემდეგ, ის წიხლის დარტყმა, რომელიც მისი სურვილი იყო, რო ბოლომდე უნდა მიეყვანა საქმე, გადავიდა ჩემს მანქანაზე და მანქანაა დამტვრეული. მანქანას ურტყა წიხლები, – ამბობს ქალი. 

ხათუნა მიქაცაძე პირდაპირ ამბობს, რომ ელდარ კურტანიძეს დაუსჯელობის განცდა ჰქონდა და სწორედ ამიტომ ბედავდა მასზე ფიზიკურ ძალადობას. ქალის თქმით, წლების განმავლობაში კურტანიძის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა.

ელდარ კურტანიძეს რომ ჰქონოდა იმის განცდა, რომ ის დაისჯებოდა კანონის დარღვევისთვის, არ გააკეთებდა იმას, რაც ჩაიდინა. წლების განმავობაშ ერთხელ და ორჯერ არა, სამჯერ და ოთხჯერ არა, ხუთჯერ არა, მეტჯერ ვიყავი მისგან ძალადობის მსხვერპლი და ამას ვერასდროს ვამტკიცებდი. მე იმ წუთში ნამდვილად არ მქონდა იმის განცდა, რომ ელდარ კურტანიძე პოლიციის ეკიპაჟის თანდასწრებით მოინდომებდა ჩემს ცემას, – ამბობს ხათუნა მიქაცაძე. 

შეგახსენებთ, რომ ჭიდაობის ფედერაციის ექს პრეზიდენტი და “ოცნების” ყოფილი დეპუტატი ყოფილ მეუღლეს ქობულეთში მდებარე სახლში გუშნ შეუვარდა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. ხათუნა მიქაცაძეს დაზიანებები მთელს სხეულზე აღენიშნება.

წყარო