ხათუნა ლაგაზიძე – მიუნხენის კონფერენციამ აჩვენა, რომ დასავლეთი საკუთარი ახალი „მე“-ს და უსაფრთხოების ახალი ბერკეტების ძიებაშია, მაშინ როცა, აღმოსავლეთი სულ უფრო გაბედულ ნაბიჯებს დგამს

მიუნხენის კონფერენციის შედეგებზე, რამდენად ადეკვატურად უპასუხა კოლექტიურმა დასავლეთმა პუტინს ს აგრესიულ ქმედებებზე, ნავალნის მკვლელობაზე, რუსეთის გეგმებს კოსმოსში გაიტანოს ბირთვული იარაღი, მიუნხენის კონფერენციის შემდეგ, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები -რუსეთის ფრონტებზე და მსოფლიოში, მიუნხენის კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტის ს გამოსვლაზე, ასევე იმაზე, სავარაუდოდ, მიუნხენის კონფერენციის შემდეგ, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რა შეიძლება მიიღოს საქართველომ, ”ინტერპრესნიუსი” პოლიტიკის ანალიტიკოსს, ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.
– ქალბატონო ხათუნა, უსაფრთხოების საკითხებზე მიუნხენის წლევანდელი კონფერენცია დასრულდა და შესაბამისად, მის შედეგებზე უკვე შეიძლება საუბარი.
2024 წლის მიუნხენის კონფერენციას წინ უძღოდა სენატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელის განცხადება, რომ რუსეთი კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანას და -ს სადგურებზე დამიზნებას აპირებს, ასევე ინფორმაცია, რომ რუსეთში ოპოზიციონერი ნავალნი გარდაიცვალა.
ამის გამო ბევრი ვარაუდობდა, რომ ევროპული ბიუროკრატია, რომელსაც სწრაფი მოქმედება არ ახასიათებს, ვერ მოასწრებდა კონფერენციისთვის სათანადოდ მომზადებას. იგულისხმება მიუნხენის კონფერენციის შემაჯამებელ კომუნიკეში ცვლილებების შეტანა.
კონფერენციის გახსნის დღიდან მოყოლებული, რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ კონფერენციაზე გამომსვლელი ევროპელი ლიდერები ნავალნის გარდაცვალებაზე, ასევე უკრაინა-რუსეთის ომზე საკმაოდ მკაფიოდ და მკაცრად რეაგირებდნენ, მაგრამ, საბოლოოდ რაზე შეთანხმდებოდნენ, არ ჩანდა.
მიუნხენის კონფერენციამ ცხადად დაგვანახა, რომ არა მარტო უკრაინა-რუსეთის ომის გამო, სხვა პრობლემურ თემებთან დაკავშირებით ცივილიზებული სამყაროს საკმაოდ დიდი ნაწილი გამოსავლის ძიებაშია.
რადგან, ახლა დასავლური სამყაროსთვის მთავარი გამოწვევა რუსეთია, რაშიც აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ბევრი თანხმდება. საინტერესო, იყო რამდენად ადეკვატურად უპასუხებდა კოლექტიური დასავლეთი პრეზიდენტ პუტინს, რომელიც მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების სისტემას უპირისპირდება ღიად და აგრესიულად. ამ თვალსაზრისით, თქვენ როგორ შეაფასებდით 2024 წლის მიუნხენის კონფერენციის შედეგებს?
– კონფერენციამ მოიცვა თანამედროვე მსოფლიოს ყველა აქტუალური თემა დაწყებული რუსეთ-უკრაინის ომით და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებით, ბირთვული უსაფრთხოების, ხელოვნური ინტელექტის თუ ევროკავშირის გაფართოების და დასავლეთში სამხედრო წარმოების გაზრდის აუცილებლობის ჩათვლით. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ გამოსავლის გზები დასახა.
დავიწყოთ იმით, რომ კონფერენციის მთავარი მესიჯი ქართულად დაახლოებით ასე ჟღერდა – როგორ გავარღვიოთ მარცხისა და წარუმატებლობის მოჯადოებული წრე. დამეთანხმებით, ეს თავისთავად მოწმობს, მსოფლიო როგორ სახიფათო ფაზაშია შესული და მსოფლიოს ლიდერები ამას აღიარებენ.
თუმცა, ერთია პრობლემის აღიარება, მეორეა რამდენად შეუძლია თანამედროვე პოლიტიკურ ლიდერებს ამ გამოწვევის მიღება და მესამეა, მისი მოგვარებისთვის მზაობა.
მიუნხენის კონფერენციამ აჩვენა, რომ დასავლეთის ლიდერები ჯერ მხოლოდ პრობლემის გაცნობიერების ფაზაში არიან და როგორც კონფერენციაზე დამსწრე ერთმა ირანელმა ქალბატონმა აღნიშნა: პრობლემების გადაჭრის გზების ძიების ან ახალი სტრატეგიული ხედვების ჩამოყალიბების პროცესში დემოკრატიული ქვეყნები არ არიან ისეთი ერთიანნი, როგორც ავტოკრატიული ქვეყნები.
მიუნხენის კონფერენციამ აჩვენა, რომ დასავლეთის ლიდერები ჯერ მხოლოდ პრობლემის გაცნობიერების ფაზაში არიან და როგორც კონფერენციაზე დამსწრე ერთმა ირანელმა ქალბატონმა აღნიშნა: პრობლემების გადაჭრის გზების ძიების ან ახალი სტრატეგიული ხედვების ჩამოყალიბების პროცესში დემოკრატიული ქვეყნები არ არიან ისეთი ერთიანნი, როგორც ავტოკრატიული ქვეყნები
საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით გამართულ პანელზე შემდეგ ვისაუბრებ, მაგრამ აქ მინდა ერთ ნიშანდობლივ მომენტს გავუსვა ხაზი: სალომე ზურაბიშვილმა ევროპის უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი – შავი ზღვის უსაფრთხოების თემა წამოწია და თქვა, რომ ევროკავშირის და საქართველოს საერთო ინტერესია, რომ ხელი შევუშალოთ რუსეთს გახდეს ექსკლუზიური ძალა შავი ზღვის რეგიონში.
ისაუბრა სულ ახალ გლობალურ გამოწვევებზე, რაც თქვენს კითხვაშიც აღნიშნეთ – კოსმოსში ბირთვული შეიარაღების შესაძლო გატანაზე და აქედან მომავალ გლობალურ საფრთხეებზე. მაგრამ პანელის უდიდესი ნაწილი ევროკავშირში ხმის მიცემის და გაწევრიანების, მათ შორის ახალი წევრებისთვის ხმის უფლების მიცემის პროცედურებს დაეთმო და შავი ზღვის საფრთხეები და გლობალური გამოწვევები სათანადო ყურადღების მიღმა დარჩა.
ჰოდა, ორიოდე სიტყვით თუ შევაფასებთ მიუნხენის 2024 წლის უსაფრთხოების კონფერენციას, მას შეიძლება დავარქვათ „პროცედურებში დაკარგულები“ და ეს კონფერენციაზე განხილულ ბევრ საკითხს ეხებოდა.
ორიოდე სიტყვით თუ შევაფასებთ მიუნხენის 2024 წლის უსაფრთხოების კონფერენციას, მას შეიძლება დავარქვათ „პროცედურებში დაკარგულები“ და ეს კონფერენციაზე განხილულ ბევრ საკითხს ეხებოდა
70 წლიანი მშვიდი ძილიდან გამოფხიზლება, არსებულ რეალობასთან თვალის გასწორება და კომფორტის ზონის დათმობა დასავლეთს ძალიან უჭირს, თუმცა მოუწევს.
ამ დროს აღმოსავლეთი მთელი სისავსით ცხოვრობს: ორ მნიშვნელოვან ფაქტს მოვიყვან.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის წინ ყოველწლიურად ქვეყნდება მიუნხენის უსაფრთხოების ინდექსი, სადაც მსოფლიოს უმსხვილესი ქვეყნების და ეკონომიკების საზოგადოებრივი აზრის კვლევებია მოცემული. წლევანდელ კვლევაში, რუსეთი, როგორც ნომერ პირველი საფრთხე შედარებით უკანა პლანზე გადავიდა და წინა პლანზე წამოვიდა ისეთი საფრთხეები, როგორიცაა ისლამური ტერორიზმი, კიბერ-ომები, დეზინფორმაციისა და ფსიქოლოგიური ოპერაციების გამოყენება სახელმწიფოებისა და საზოგადოებების ძირგამოსათხრელად.
თუმცა, ყველა ზემნიშვნელოვანი ტრენდი მაინც იყო პასუხი კითხვაზე: როგორ ფიქრობთ, თქვენი ქვეყანა უახლოესი 10 წლის განმავლობაში უფრო უსაფრთხო და მდიდარი გახდება?!
ჰოდა, როგორ გგონიათ საკუთარი ქვეყნის მომავლის მიმართ ყველაზე ოპტიმისტურად განწყობილი მოსახლეობა რომელ ქვეყნებს ჰყავთ?! ინდოეთს და ჩინეთს! ამ ქვეყნებში გამოკითხულთა შესაბამისად 60 და 57 პროცენტს მიაჩნიათ, რომ მათ ქვეყნებში სიტუაცია როგორც უსაფრთხოების, ასევე კეთილდღეობის კუთხით გაუმჯობესდება.
ახლა შევადაროთ ამ მხრივ ევროპის რამდენიმე ქვეყნის მონაცემი: გერმანიის მოსახლეობის მხოლოდ 15% მოელის რომ მომავალ ათწლეულში მის ქვეყანაში ვითარება ეკონომიკის და უსაფრთხოების კუთხით გაუმჯობესდება, იტალიელთა 16%, ხოლო ფრანგების 19%. მოკლედ რომ ვთქვათ, დასავლეთის ქვეყნების ლიდერებს, საკმარისზე მეტი საფიქრალი აქვთ.
აქვე მინდა აღვნიშნო ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ტრადიციულად ძალზედ საინტერესო გამოსვლა პანელზე მისი გერმანელი და ამერიკელი კოლეგების გვერდით, რომელიც კარგი ნიმუშია იმისა, როგორია ქვეყნის ინტერესებზე მაქსიმალურად ორიენტირებული, კლიშეებისგან თავისუფალი, საკუთარ პერსპექტივაში დარწმუნებული ქვეყნის საგარეო პოლიტიკა, რომლის გამოსვლასაც მისი გერმანელი და ამერიკული კოლეგები მონუსხულნი უსმენდნენ და ეთანხმებოდნენ.
ინდოეთი ახერხებს იყოს ამერიკის შეერთებული შტატების ძალზედ მნიშვნელოვანი პარტნიორი, მის მიერ ჩამოყალიბებული ახალი ალიანსების წევრი, რომელთა მიზანი ჩინეთის მზარდი გავლენის შეკავებაა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში და ამავდროულად, ჰქონდეს საქმიანი ურთიერთობები ჩინეთთან, არამცთუ არ შეუერთდეს დასავლეთის მხრიდან რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, არამედ გამდიდრდეს იაფი რუსული ენერგორესურსების შეძენით და ამავდროულად დასავლეთს უთხრას, რომ არსებობენ არა-დასავლური და ანტი-დასავლური ქვეყნები: დასავლეთი უნდა მიხვდეს, რომ არა-დასავლელობა არ ნიშნავს ანტი-დასავლელობას.
არა-დასავლელები შეიძლება ამერიკის და ევროპის მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორებიც კი იყვნენ, მაგრამ იმავდროულად, იგივე ინდოეთი უარს არ ამბობს საგარეო პოლიტიკაში ზოგ შემთხვევაში დასავლურ ინტერესებთან შეუსაბამო პრიორიტეტების დასახვაზე, მაგალითად იგივე რუსეთთან მიმართებაში და დასავლეთს ამასთან შეგუება უწევს.
არა-დასავლელები შეიძლება ამერიკის და ევროპის მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორებიც კი იყვნენ, მაგრამ იმავდროულად, იგივე ინდოეთი უარს არ ამბობს საგარეო პოლიტიკაში ზოგ შემთხვევაში დასავლურ ინტერესებთან შეუსაბამო პრიორიტეტების დასახვაზე, მაგალითად იგივე რუსეთთან მიმართებაში და დასავლეთს ამასთან შეგუება უწევს
ან ის აღმოსავლური მრავალაზროვნებით დატვირთული ფრაზა რად ღირს, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რომ უთხრა თავის ამერიკელ და გერმანელ კოლეგებს: როცა თქვენს სტრატეგიულ პარტნიორს რამდენიმე არჩევანი აქვს და ის იმდენად ჭკვიანია, რომ ყველაზე მომგებიანის არჩევის უნარი აღმოაჩნდება, თქვენს ეს როგორ შეიძლება არ გიხაროდეთო.
მოკლედ, მიუნხენის კონფერენციამ აჩვენა, რომ დასავლეთი საკუთარი ახალი „მე“-ს და უსაფრთხოების ახალი ქარგისა და ბერკეტების ძიებაშია, მაშინ როცა, აღმოსავლეთი სულ უფრო ფართო მონასმებს აკეთებს და გაბედულ ნაბიჯებს დგამს.
– იმის გამო, რომ გერმანიასა და უკრაინას შორის, ასევე ბრიტანეთსა და უკრაინას შორის ხელი მოეწერა შეთანხმებებს უკრაინისთვის „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ, დამკვირვებელთა ნაწილი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ იმის ფონზე, როცა რუსეთი უკრაინას მეტ-ნაკლები წარმატებით უტევს, უკრაინას სჭირდება რაც შეიძლება მეტი საბრძოლო იარაღი, მიუნხენის კონფერენციამ უკრაინას ბევრი ვერც ვერაფრით დაეხმარება.
ამ მოსაზრების გასამყარებლად, სახელდება აშშ-ს კონგრესის „რესპუბლიკელი“ თავმჯდომარის, მაიკლ ჯონსონის განცხადება, რომელიც ტრამპის ღია მოკავშირეა, იმის თაობაზე, რომ იგი უკრაინისთვის დახმარების საკითხს კონგრესის დღის წესრიგში არც შეიტანს.
ამ განცხადების შემდეგ, მანვე კონგრესში 2 კვირიანი არდადეგები გამოაცხადა. არადა, აშშ-ს ქვეყნის ბიუჯეტი 1 მარტამდე უნდა მიეღო, რომელშიც გათვალისწინებული იქნებოდა უკრაინისთვის დახმარებაც.
რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ აშშ-მ უკრაინისთვის დახმარების მიცემაზე საბოლოო გადაწყვეტილება ვერ მიიღოს?
– მაშინ რით მიდის პრეზიდენტი ბაიდენი არჩევნებზე?! კი ბატონო, პრეზიდენტ ბაიდენის პირობებში ამერიკის ეკონომიკამ აღმასვლა განიცადა, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია ამომრჩევლის არჩევანის გაკეთებისას, მაგრამ საგარეო პოლიტიკაში რა იქნება პრეზიდენტ ბაიდენის მთავარი მიღწევა: უკრაინის მიტოვება რუსეთთან სამკვდრო-სასიცოცხლო ომში, რომლის შემდეგაც რუსეთის სამიზნე ნატოში ამერიკის მოკავშირეები გახდებიან?!
ამ დახმარებაზე არა მარტო პრეზიდენტ ბაიდენის მეორე ვადით თეთრ სახლში დარჩენის ბედი (თუმცა, მხოლოდ ამაზე არ არის დამოკიდებული, რა თქმა უნდა), არამედ ამერიკის ნატოს ევროპელი მოკავშირეების უსაფრთხოებაა დამოკიდებული, რადგან ამერიკის მიერ უკრაინის მიტოვება რუსეთისთვის ნატოს მოსაზღვრე, პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებში შესაჭრელად მწვანე შუქის ანთების ტოლფასი იქნება.
შექმნილი სიტუაცია აიძულებს პრეზიდენტ ბაიდენს შეუძლებელი შეძლოს და უკრაინა-ს ფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცებინოს კონგრესს
ეს დაანგრევს ამერიკის იმიჯს მსოფლიოს ყველა კონტინენტზე არსებულ პარტნიორებში. ისევე როგორც, ეს იქნება ნიშანი ჩინეთისთვის ტაივანის პრობლემის, საჭიროების შემთხვევაში, ძალისმიერი გზით გადასაჭრელად. აღარაფერს ვამბობ, რა დატრიალდება ახლო აღმოსავლეთში.
ისე აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკის კონგრესის მიერ დასამტკიცებელ ბიუჯეტში ისრაელის ფინანსური დახმარების პაკეტიც არის გაყინული, რაც არანაკლებ დამაზიანებელია ამერიკის იმიჯისთვის ახლო აღმოსავლეთში. ასე რომ, შექმნილი სიტუაცია აიძულებს პრეზიდენტ ბაიდენს შეუძლებელი შეძლოს და უკრაინა-ისრაელის ფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცებინოს კონგრესს.
– უკრაინისთვის დახმარების თვალსაზრისით რა შეიძლება მიიღოს უკრაინამ მიუნხენის კონფერენციის შედეგად?
რამდენად საფუძვლიანია მტკიცება, რომ უკრაინის თემაზე აშშ რუსეთს გაურიგდა კრემლის სასარგებლოდ?
– გამოვრიცხავ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დასავლეთი ერთ რამეს კი ნამდვილად მიხვდა რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ბარბაროსული ომის შედეგად, რომ რუსეთთან გარიგებას აზრი არ აქვს, რადგან რუსი გარიგებას/შეთანხმებას არ ასრულებს. გარიგება არა, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ დასავლეთს რეალობისთვის თვალის გასწორება და ეკონომიკის ნაწილობრივ სამხედრო რელსებზე გადაყვანა უჭირს, რასაც წინმსწრებად საკუთარი მოსახლეობისთვის იმის ახსნა სჭირდება, რომ მშვიდობიანობის 70 წლიანი ხანა დამთავრდა და „თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის“.
დასავლეთი ერთ რამეს ნამდვილად მიხვდა რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ბარბაროსული ომის შედეგად, რომ რუსეთთან გარიგებას აზრი არ აქვს, რადგან რუსი გარიგებას/შეთანხმებას არ ასრულებს
სხვათა შორის, პრეზიდენტ ტრამპის როყიო განცხადების პირველი ნაწილიც, სადაც ის ნატოს წევრებს მოუწოდებს ნატოს წესდებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულონ და სამხედრო ხარჯებზე 2% დახარჯონ, სრულიად ლოგიკურია და აუცილებელია რუსული საფრთხის წინაშე მდგარი ევროპისთვის.
აბა, ომის საფრთხეზე საუბრობდე და საკუთარი ფულის დახარჯვა არ გინდოდეს საკუთარივე თავდაცვის გაძლიერებისთვის და ამერიკას ავალდებულებდე დაგიცვას, სადაური წესია?! რა თქმა უნდა, მისი სკანდალური განცხადების მეორე ნაწილი, სრულიად მიუღებელია.
აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ რუსეთმა სანქციების პირობებშიც კი მოახერხა საკუთარი ეკონომიკის სამხედრო რელსებზე გადაწყობა. პრეზიდენტმა ზელენსკიმაც გააფრთხილა ევროპელი ლიდერები, რომ დღეს ევროპის სახელმწიფოები მზად არ არიან რუსეთთან ომისთვის, ისევე როგორც უკრაინა აღმოჩნდა სრულიად მოუმზადებელი 2014 წლის რუსული ანექსიისთვის.
პრეზიდენტმა ზელენსკიმაც გააფრთხილა ევროპელი ლიდერები, რომ დღეს ევროპის სახელმწიფოები მზად არ არიან რუსეთთან ომისთვის, ისევე როგორც უკრაინა აღმოჩნდა სრულიად მოუმზადებელი 2014 წლის რუსული ანექსიისთვის
მართალია, თანამედროვე ევროპასაც ჰყავს საინტერესო, მასშტაბურად მოაზროვნე, მამაცი ლიდერები და როგორი სასიამოვნოა, რომ მათი უმეტესობა ქალები არიან, მათ შორის, , ანალენა ბერბოკი – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაგრამ მთლიანობაში დასავლეთი, დღეს საკუთარი თავის ძიებაშია.
– მიუნხენის კონფერენციის ერთ-ერთ პანელზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
ერთ-ერთ პანელზე მონაწილეობამდე გაკეთებულ განცხადებებში ნათლად ჩანდა, რომ პრეზიდენტი მიუნხენში ქვეყნის ევროპული პერსპექტივისთვის ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობდა. ამ თემაზე მან პანელში მონაწილეობისას საკმაოდ ვრცლად ისაუბრა.
განსაკუთრებით შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. იმაზე, რომ უსაფრთხო საქართველოს გარეშე უსაფრთხო შავი ზღვა წარმოუდგენელია.
თქვენ როგორ შეაფასებდით პრეზიდენტ სალომე სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას?
– როგორც აღვნიშნე, პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლა ყველაზე ადეკვატური იყო პანელისტებს შორის. მან საქართველო დასავლეთს სწორედ იმ კუთხით დაანახა, რა კუთხითაც ის ყველაზე საინტერესო და საჭირო უნდა იყოს დასავლეთისთვის, როგორც შავი ზღვის უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილი.
შავი ზღვის უსაფრთხოების თემა ბევრ საკითხს მოიცავს: თავისუფალი ვაჭრობა, რომელსაც რუსეთი ემუქრება; უსაფრთხო გადაადგილება, რომელსაც საზღვაო ნაღმები ემუქრება; შავ ზღვაზე გამავალი ელექტრო და ინტერნეტ-კაბელების დაცულობის თემა და ის ევროკავშირის, ნატოს უსაფრთხოებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. პრეზიდენტს მხედველობიდან არ გამორჩენია ისიც, რომ ზუსტად მიუნხენის კონფერენციის წინ ახალ რეალობაში გავიღვიძეთ, როცა „ვარსკვლავური ომები“ შეიძლება რეალობად იქცეს.
პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლა ყველაზე ადეკვატური იყო პანელისტებს შორის. მან საქართველო დასავლეთს სწორედ იმ კუთხით დაანახა, რა კუთხითაც ის ყველაზე საინტერესო და საჭირო უნდა იყოს დასავლეთისთვის, როგორც შავი ზღვის უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილი
აქტიური საუბრები და გარკვეული ინფორმაციები იმაზე, რომ რუსეთმა კოსმოსში შეიძლება ატომური ქობინები და გადამტანები/მატარებლები განათავსოს ან უკვე განათავსა და იქ არსებულ სატელიტებს დაუმიზნა, სრულიად ცვლის საფრთხეების დღემდე არსებულ გაგებას და სამყაროს მასშტაბის საფრთხე ხდება. ეს არის საფრთხე, რომელიც ემუქრება მსოფლიოში არსებულ ინფორმაციულ, სამხედრო, საბანკო, საფინანსო, ენერგეტიკულ, ლოჯისტიკურ და ინფრასტრუქტურულ ქსელებს.
ჩვენ ახალი ტიპის დაცულობის და ახალი ტიპის გაერთიანებების აუცილებლობის წინაშე ვდგებით: ვინ დაიცავს იმ სატელიტს, რომელიც ჩვენ გვემსახურება, ვისი ქოლგა, ვისი კოსმოსური ჯარები (space forces)?! ახალ რეალობაში „სატელიტური პარტნიორის“ როლიც შემოდის და მისი მნიშვნელობა იზრდება. საქართველოს პრეზიდენტმა ამ ახალი გამოწვევების დასაძლევად გაერთიანება შესთავაზა დასავლელ პარტნიორებს.
„ცივის ომის“ დასრულების შემდეგ დამდგარი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის რყევა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ომით დაიწყო და დღეს ევროპის უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის, ახალი საფუძვლების შენებაც საქართველოდან უნდა დაიწყოს.
საქართველო არ არის მხოლოდ მომხმარებელი დასავლური სიკეთეების, არამედ – საქართველოს შეუძლია და უნდა იყოს კონტრიბუტორი შავი ზღვის და უფრო ფართოდ, ევროპის უსაფრთხოებაში ენერგეტიკული, ლოჯისტიკური, საკომუნიკაციო და ბევრი სხვა ასპექტით. ჩვენ ამ როლის გააზრებით უნდა ვპოზიციონირებდეთ დასავლელ პარტნიორებთან.
– მიუნხენში გამგზავრებამდე მმართველი გუნდის ლიდერები აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი მიუნხენის კონფერენციაში როგორც კერძო პირი იღებს მონაწილეობას.
მიუნხენში პრეზიდენტის გამოსვლაში სავარაუდოდ, რა შეიძლებოდა არ მოსწონებოდა საქართველოში ქვეყნის მმართველ გუნდს?
– რა გითხრათ აბა, რაც მოვისმინე, ზურაბიშვილი მიუნხენში მხოლოდ ქვეყნის ინტერესების და უსაფრთხოების დასაცავ განცხადებებს აკეთებდა. ლოგიკურად, ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებისთვის მომგებიანი უნდა იყოს, რომ მისი პრეზიდენტი საკუთარ ქვეყანას ბოსტნად კი არ აღიქვამს, არამედ მსოფლიო პოლიტიკაში მის როლსა და ფუნქციაზე საუბრობს, წარმოაჩენს როგორც ღირებულ პარტნიორს ევროპის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში.
ზურაბიშვილი მიუნხენში მხოლოდ ქვეყნის ინტერესების და უსაფრთხოების დასაცავ განცხადებებს აკეთებდა. ლოგიკურად, ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებისთვის მომგებიანი უნდა იყოს, რომ მისი პრეზიდენტი საკუთარ ქვეყანას ბოსტნად კი არ აღიქვამს, არამედ მსოფლიო პოლიტიკაში მის როლსა და ფუნქციაზე საუბრობს, წარმოაჩენს როგორც ღირებულ პარტნიორს ევროპის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში
დროს არ ჩამორჩება და მეტიც, საუბრობს სულ უახლეს საფრთხეებზე და მათთან გასამკლავებლად დასავლეთს ერთობისკენ მოუწოდებს, რაც საქართველოს პერსპექტივის გასაზრდელად უნდა გამოვიყენოთ. ახლა ამ ყველაფერზე რა რეაქცია უნდა ჰქონდეს ნორმალურ ხელისუფლებას, თავად განსაჯეთ.
– მიუნხენის კონფერენციის შედეგებთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა – „მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამართული ჩემი შეხვედრები ემსახურებოდა მთავარ მიზანს – საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის და ევროინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერის მობილიზებას“.
უსაფრთხოება, რომ მთავარი საკითხია, ცხადია, მაგრამ, კონფერენციაზე საკმაოდ მკაფიოდ და ცხადად საუბრობდნენ ევროპის გაფართოებაზე.
სავარაუდოდ, საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ევროინტეგრაციის გზაზე მხარდასაჭერად რა შეიძლება მიეღოს საქართველოს ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან?
– ვერაფერს მიიღებს, თუ საკუთარ საჭიროებას ვერ დაანახებს. ერთ მაგალითს მოვიყვან, როგორ უნდა ზრუნავდე საკუთარ ქვეყანაზე რუსეთის ზეწოლის პირობებშიც კი: ყაზახეთი ევროპულ კორპორაციებს ქვეყნის ძირითადი პორტების მართვის საშუალებას აძლევს.
ისინი ევროპელ ინვესტორებს ქვეყნის საზღვაო პორტებს: აქტაუსა და კურიკს, ასევე, 22 აეროპორტს მართვაში გადაეცეს სთავაზობენ. ამ გზით ყაზახეთი ცდილობს მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები შექმნას ჩვენთვის კარგად ცნობილი შუა დერეფნის განვითარებისთვის და იქცეს მნიშვნელოვან სატრანზიტო კვანძად აზიასა და ევროპას შორის.
საქართველოს მსოფლიოს გეოპოლიტიკური ინტერესების რუკიდან გაქრობა რუსეთის აგრესიას ვერ შეაჩერებს, უფრო პირიქით: იოლად გადასაყლაპი ლუკმა გახდები მისთვის
ეს არის ნიმუში, როცა სახელმწიფო ინტერესები ყველაფერზე: კორუფციაზეც, კლანურობაზეც, თვით რუსეთის ინტერესებზე მაღლა დგება.
ჩვენ ასეთი აზროვნების დეფიციტი გვაქვს, რაც მიუნხენის კონფერენციაზე საქართველოს მიმართ ყურადღების არ ქონითაც გამოჩნდა. საქართველოს მსოფლიოს გეოპოლიტიკური ინტერესების რუკიდან გაქრობა რუსეთის აგრესიას ვერ შეაჩერებს, უფრო პირიქით: იოლად გადასაყლაპი ლუკმა გახდები მისთვის.
პრო-აქტიური საგარეო კურსი, ახალ, გამოწვევებით სავსე მსოფლიო პოლიტიკაში საკუთარი ადგილისა და როლის სწორად გააზრება და ამ როლის მსოფლიოსთვის შეთავაზება არის საქართველოს მშვიდობიანი არსებობისა და წინსვლის ერთადერთი პირობა.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – რუსულ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ ექნება – გელოდებით ხვალ რესპუბლიკის მოედანზე, რათა ერთად გავათენოთ ღამე ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი შვილების ევროპული მომავლისთვის, რომლის მოპარვასაც ბიძინა ივანიშვილი ცდილობს