„ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ჩვენი დიპლომატიური ობიექტები და მოქალაქეები არ უნდა იყვნენ სამიზნეები“ – მაკრონი ირანის პრეზიდენტს ესაუბრა

„ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ჩვენი დიპლომატიური ობიექტები და მოქალაქეები არ უნდა იყვნენ სამიზნეები“ – მაკრონი ირანის პრეზიდენტს ესაუბრა
„მოვითხოვე ჩვენი თანამემამულეების, სესილ კოლერისა და ჟაკ პარის დაუყოვნებლივ გათავისუფლება, რომლებიც ირანის რეჟიმის მიერ სამ წელზე მეტია მიუღებელ პირობებში არიან მძევლად აყვანილნი.
რეგიონში არასტაბილურობის სერიოზული რისკის გათვალისწინებით, ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ჩვენი დიპლომატიური ობიექტები და მოქალაქეები არ უნდა იყვნენ სამიზნეები. ასევე მოვუწოდე მაქსიმალური თავშეკავებისკენ, რათა თავიდან ავიცილოთ დაძაბულობის ესკალაცია.
ირანის ბირთვული პროგრამის საკითხი სერიოზული საკითხია, რომელიც მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს.
ამიტომ, მოვუწოდე პრეზიდენტ ფეზეშქიანს, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას შეთანხმების მისაღწევად, რადგან ეს დაძაბულობის შემცირების ერთადერთი გზაა.
საფრანგეთი მზადაა, შეასრულოს თავისი როლი ამ გზაზე და ყველა ღონე იხმაროს ამ მიზნის მისაღწევად”