,, ხაზარაძის ამ სამარცხვინო გულწრფელობის შემდეგ მნიშვნელობა აღარ აქვს, მისი პარტია არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს თუ არა” – ბონდო მძინარაშვილი

საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი:
,,როდესაც მამუკა ხაზარაძემ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ მან პარლამენტის წევრობაზე თქვა უარი და ჩხოროწყუს “ის” არაფერში სჭირდება, გულწრფელი იყო.
ჩხოროწყუს საკრებულოს წევრობა არაფერში მჭირდებაო, – თქვა.
დიახ, გულწრფელად ზემოდან უყურებს ჩხოროწყუსაც, ჩხოროწყუს საკრებულოს წევრებსაც და ჩხოროწყუელებსაც.
იმ ჩხოროწყუელებს, ზუსტად 27 წლის წინ მივლინებით ჩასულ ახალგაზრდა ჟურნალისტს არაჩვეულებრივად რომ მიმასპინძლეს. წარუშლელი შთაბეჭდილებით დაბრუნებულმა ვრცელი წერილიც გამოვაქვეყნე ამ ძვირფას ადამიანებზე, მათ შრომასა და საოცარ ოპტიმიზმზე.
მაგრამ ხაზარაძეს ეს ბრიყვული გულწრფელობა მხოლოდ ჩხოროწყუელების მიმართ არ გამოუვლენია, – ჩხოროწყუ ისე წამოაყივლა, თორემ ზუსტად ასე ფიქრობს ლანჩხუთელებზე, გორელებზე, ვანელებზე, შუახეველებზე, მესტიელებზე, ბოლნისელებზე, თელაველებზე, ონელებზე… ყველაზე!
ხაზარაძისთვის ისინი, უბრალოდ, კლიენტები არიან, – თითოეულ მათგანში ეფექტურ პროცენტს ხედავს და ყველა მათგანისგან სარგებელს ელის.
ხაზარაძის ამ სამარცხვინო გულწრფელობის შემდეგ მნიშვნელობა აღარ აქვს, მისი პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს თუ არა, რადგან ლელოს ვეღარ დადებს, თავი კი სამუდამოდ დაიმიწა.“

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო