ხაზარაძე-ჯაფარიძემ მთელი საკუთარი პოლიტიკური კამპანია ააგეს იმაზე, თითქოს სახელმწიფომ ისინი დაჩაგრა ანაკლიის პორტთან მიმართებით

ხაზარაძე-ჯაფარიძემ მთელი საკუთარი პოლიტიკური კამპანია ააგეს იმაზე, თითქოს სახელმწიფომ ისინი დაჩაგრა ანაკლიის პორტთან მიმართებით
ხაზარაძე-ჯაფარიძემ მთელი საკუთარი პოლიტიკური კამპანია ააგეს იმაზე, თითქოს სახელმწიფომ ისინი დაჩაგრა ანაკლიის პორტთან მიმართებით, მაშინ, როდესაც სახელმწიფო თავიდან ბოლომდე ხელს უწყობდა ამ პროექტის განხორციელებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს შინდისში განუცხადა.
პრემიერის თქმით, სიცრუე არის მათი როგორც პოლიტიკური, ისე ბიზნეს საქმიანობის ერთ-ერთი შტრიხი.
„ხაზარაძე-ჯაფარიძემ მთელი საკუთარი პოლიტიკური კამპანია ააგეს იმაზე, თითქოს სახელმწიფომ ისინი დაჩაგრა ანაკლიის პორტთან მიმართებით, მაშინ, როდესაც სახელმწიფო თავიდან ბოლომდე ხელს უწყობდა ამ პროექტის განხორციელებას. კონსტიტუციაშიც კი შევიტანეთ ჩანაწერი ანაკლიასთან დაკავშირებით, იმისათვის, რომ მათი მხრიდან უზრუნველყოფილიყო ინვესტიციების მოზიდვა, თუმცა, ამხელა ხელშეწყობის მიუხედავად, მათ ვერ მოიზიდეს ინვესტიციები და მთლიანად ჩააგდეს ეს პროექტი. ეს ყველაფერი საბოლოოდ დაადასტურა საერთაშორისო არბიტრაჟმა, მაგრამ მაინც არ იშლიან თავისას. როდესაც ასეთ დროს ჯიუტად იმეორებ სხვა რამეს, გასაგებია, რა არის მათი მოტივაცია. სიცრუე არის მათი როგორც პოლიტიკური, ისე ბიზნეს საქმიანობის ერთ-ერთი შტრიხი“, – განაცხადა პრემიერმა.
Previous: პატივს მივაგებთ შინდისის გმირების ხსოვნას, რომლებმაც თითოეულ ქართველს, მომავალ თაობებს მისცეს გმირობის მაგალითი და მათი გმირობა შეგვახსენებს, რომ სამშობლოს სიყვარული, პატრიოტიზმი არის უზენაესი ღირებულება

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც კერძო ბიზნესი კომერციულ მოგებასა და მოსახლეობის ძარცვას შორის ზღვარს კარგავს, სახელმწიფოს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულება აქვს, ჩაერიოს და საკუთარი მოქალაქეები დაიცვას

თითქმის ნახევარი საუკუნეა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, როგორც ერის სულიერი მამა, წინ მიუძღვის ჩვენს ქვეყანას, ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებ მას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ჩვენი ერის მართლმადიდებლური ღირებულებების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის!

დღემდე გაუცემელია პასუხი – რატომ არ მიენიჭა იმ ორ ქვეყანასთან ერთად საქართველოს კანდიდატის სტატუსი. კეთილსინდისიერად ვასრულებდით გაწერილ საშინაო დავალებას და ლიდერი ვიყავით ამ ქვეყნებს შორის და წარმოიდგინეთ, როგორი უსამართლობაა