ხაზარაძე რუსულ კანონზე: დავალებაა კრემლიდან, რათა ხელი შეეშალოს EU-სთან მოლაპარაკებებს

ლელოს ლიდერის მამუკა ხაზარაძის თქმით, ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა დაინიცირების დავალება ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა კრემლიდან მიიღო, რათა ახალ მიზანს – ევროკავშირში მოლაპარაკებების დაწყებას შეეშალოს ხელი.
ხაზარაძის თქმით, კანონის მიღება ქართულ ოცნებას სჭირდება თავისუფალი აზრისა და არჩევნების გასაკონტროლებლად. ის ივანიშვილს მიმართავს, გამოვიდეს და უთხრას საზოგადოებას, თუ საიდან ფინანსდება ქართული ოცნება.
ხაზარაძე ოცნებას მიმართავს და ამბობს, რომ “მორიგი ტრიუკი” არ გაუვათ და საქართველოს რუსეთში “არ გაატანენ”.
“ქართულმა ოცნებამ და პირადად ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთი დავალება მიიღო, ერთი წლის წინ ჩავარდნილი ოპერაცია რუსული კანონის შესახებ თავიდან გააცოცხლა. ეს დავალება მიიღო პირდაპირ კრემლიდან, რათა ახლა უფრო დიდ მიზანს შეუშალოს ხელი, რასაც ჰქვია მოლაპარაკებების დაწყება ევროკავშირში. მინდა მივმართო ივანიშვილს, რომ გამოვიდეს როგორც ე.წ. საპატიო თავმჯდომარე მმართველი პარტიის და ქართველ ხალხს უთხრას, რასთან გვაქვს საქმე. გამოვიდეს და თქვას, თუ საიდან ფინანსდება მისი პარტია, , რომელიც არის ერთ-ერთი მსხვილი აქციონერი რუსული კომპანიების და აქ გამოდის, ლაპარაკობს ევროპიდან შემოსული თანხების წარმომავლობაზე.

ასევე დაგაინტერესებთ