ხაზარაძე: მე და ნიკა მელია სტრატეგიულად პარტნიორები ვიქნებით

პარტია “ლელოს” ლიდერი, ამბობს, რომ ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე, , რომელიც ახალი ოპოზიციური პარტიის დაფუძნებას გეგმავს, მათი “სტრატეგიული პარტნიორი” იქნება. ამის შესახებ მან “ტვ პირველის” გადაცემა “რეაქციაში” ისაუბრა.
“არანაირი მსგავსი მოლაპარაკება, გარდა მოკითხვისა და ინფორმაციების გაცვლისა მე და ნიკას შორის, არ არსებობს. ერთმანეთს ვეკონტაქტებით, ერთ რამეს გიდასტურებთ, რომ მე და ნიკა მელია ვიქნებით სტრატეგიულად პარტნიორები, ეს როგორ იქნება, ამას პირველ რიგში ამომრჩეველს ვკითხავთ. ამოცანა რა გვაქვს? – ამოცანა გვაქვს, რომ ეს ხელისუფლება გავისტუმროთ და მოვიყვანოთ კოალიციური მთავრობა”, – თქმა მან.
ნიკა მელიამ 7 დეკემბერს პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ “მივდივარ წინ, მომავლისკენ”. მოგვიანებით, მან დააზუსტა, რომ ტოვებს “ნაციონალურ მოძრაობას” და აფუძნებს ახალ პარტიას. “ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირება დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, როცა ლევან ხაბეიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ აუცილებელი იყო ჩატარებულიყო პარტიის თავმჯდომარის . იმ დროისათვის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია ამ წინადადებას დასთანხმდა და არჩევნებში დამარცხდა.
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ნიკა მელია გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატი იყო. მაშინ მან ამომრჩეველს კოალიციური გუნდი წარუდგინა, მერის მოადგილეობის ერთ-ერთ კანდიდატად კი “ლელო”-ს ლიდერი მამუკა ხაზარაძე დაასახელა.

ასევე დაგაინტერესებთ