ხავიერ მილეი: არგენტინა BRICS-ის წევრი არ გახდება

არგენტინის პრეზიდენტმა მ ოფიციალურად უარი უთხრა რუსეთს და ჩინეთს BRICS-ში გაწევრიანებაზე. ამის შესახებ infobae.com იუწყება.

მილეიმ ოფიციალური წერილი გაუგზავნა ჩინეთის, ს, ბრაზილიის, ინდოეთის და სამხრეთ აფრიკის ლიდერებს, სადაც ამ გადაწყვეტილების შესახებ აცნობა.

არგენტინამ 2023 წლის ზაფხულში BRICS-ში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადი შეიტანა. მაშინ ქვეყნის პრეზიდენტი ალბერტო ფერნანდესი იყო. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ხავიერ მილეიმ განაცხადა, რომ BRICS-ში არგენტინის გაწევრიანების წინააღმდეგია.

2023 წლის აგვისტოში იოჰანესბურგში გამართული სამიტის შემდეგ ამ ორგანიზაციაში ოფიციალურად მიიწვიეს არგენტინა, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, , ირანი, ეგვიპტე და ეთიოპია.