ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებას ეხმაურება და წერს
ხაბემ, როგორც კი აქტიურობას მოუმატა, თავისივე პარტიიდან დაარტყეს.
ცნობისთვის, ენმ-ის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, განაცხადა
“ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად ფართო საპროტესტო ფრონტის შექმნა და შეტევითი, ოღონდ მშვიდობიანი მოქმედებებით ხელისუფლებს შეცვლა. ყველა, ვინც სხვა რამეს ქადაგებს ან ივანიშვილის მოგზავნილია, ან უბრალოდ პროვოკატორი. დღეს გამარჯვების გზა გადის საერთო სახალხო, მასშტაბურ და მშვიდობიან პროტესტზე, სადაც ყველა აქტორი და განსაკუთრებით პოლიტიკური და საზოგადოებრივი ლიდერები უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებიან თითოეულ მათ სიტყვა. რევოლუციის თარიღი ხელოვნურად არ იკიდება და წინსწრებად არ ანონსდება. ფსონი ერთ თარიღზე არ უნდა დაიდოს და საზოგადოების მოლოდინების არასწორი მართვა არის სრულიად გაუმართლებელი. ეს არის ჩემი აზრით უპასუხისმგებლობა”