ხაბეიშვილს სპეცრაზმი სასტიკად გაუსწორდა, ენმ-ში ამბობენ, რომ ის გატაცებულია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცრაზმი სასტიკად გაუსწორდა. ამასთან, პარტიაში ამბობენ, რომ ხაბეიშვილი “რამდენიმე წუთის წინ, ს პირადი დავალებით, საქართველოში რუსული რეჟიმის წარმომადგენლებმა გაიტაცეს”.
“დაკავების მომენტში იგი აქციაზე დაშავებულ მოქალაქეს ეხმარებოდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს ს ფიზიკური უსაფრთხოება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს იგი” – აცხადებს პარტია.
რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის მოწინააღმდეგეების მიმართ -მ არაერთხელ გამოიყენა წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი, ასევე, სცადა მათი წყლის ჭავლით დაშლა. გარდა ამისა, სპეცრაზმმა სცემა მომიტინგეებს.