ხაბეიშვილი: როცა ადამიანი მხდალია, შიშზე აგებს პოლიტიკას. ჰგონიათ, შეაშინებენ საზოგადოებას

ივანიშვილს ამ ქვეყანაში სიძულვილის მეტი არაფერი არ დაუთესია ამ 12 წლის განმავლობაში. ეს ხომ კარგად იცის ყველა ხელისუფლების ჯერ კიდევ მომხრემ. უხარიათ მათ, რომ შუაღამისას ოჯახებში უვარდებიან ახალგაზრდა ადამიანებს, ახალგაზრდა პოლიტიკოსებს, ახალგაზრდა ბაიკერებს?…
ლაჩარი როცა არის ადამიანი და მხდალი, შიშზე აგებს პოლიტიკას. ჰგონია, რომ ამით შეაშინებენ საზოგადოებას. მან კარგად იცის, რომ ამ თავდასხმით მე და დიმა ჩიქოვანს რომ არ შეგვეშინდება, მაგრამ ამას ვინც ტელევიზიით უყურებს, აუცილებლად გადახედავს თავის შვილს და ეტყვის, ხვალ შეიძლება შენ იყო შემდეგი და მოდი, იქნებ შეგვეშინდეს.
მაგრამ უნდა ესმოდეს ივანიშვილს, რომ ქართველი ადამიანი არასდროს ყოფილა მხდალი და მშიშარა. მართლა ამ ორუჯრედიან, კუნთმაგარ და ცოტა გონებასუსტ ადამიანებს როგორ ჰგონიათ, რომ ქვეყანას დაგითმობთ? ან ეს ხალხი შეშინდება? მე არ მაქვს წარმოდგენა, რომ ქართველ ხალხს რამენაირად ეს შეაშინებს…
ეს არის დასასრულის დასაწყისი.