ხაბეიშვილი: პარლამენტიდან ვამხელდი ლილუაშვილს „ქოლცენტრების“ მფარველობაში

პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ციხიდან ეხმაურება დაკავებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილისა, რომელსაც „ქოლცენტრების“ მფარველობაში ადანაშაულებდა.
„მე რომ პარლამენტში მაღალი ტრიბუნიდან ვამხელდი (ლილუაშვილს) „ქოლცენტრების“ მფარველობაში, კოლექტიური -ვოლსკები ამბობდნენ, რომ ხაბეიშვილი არის პროვოკატორი. კონკრეტულ მისამართზე მედიასთან ერთად მივდიოდი, სადაც „ქოლცენტრი“ იყო განთავსებული, მაშინაც მე და თქვენ (მედია) ვიყავით პროვოკატორები. ახლა, როცა შიგნით დაჭამეს ერთმანეთი, თურმე მართალი ვყოფილვარ. ბაღებზე, კალაძეზე, გვანცელაძეზე არაერთი გამოძიება მაქვს წარმოებული და გამოქვეყნებული, მაშინაც პროვოკატორი ვიყავი, აქაც მართალი ვყოფილვარ“, – როგორც „ფორმულა“ აცხადებს, ეს განცხადება ხაბეიშვილმა გაავრცელა ადვოკატის დახმარებით.
გრიგოლ ლილუაშვილი დღეს, 23 დეკემბერს, დილით, პროკურატურის შენობაში დააკავეს, მას შემდეგ, რაც გამოკითხვაზე მივიდა. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეში საუბარია ოთხ ეპიზოდზე, მათ შორის ერთ-ერთი ე.წ. ქოლცენტრების მფარველობაა.
გრიგოლ ლილუაშვილის დანაშაულებრივ „ქოლცენტრებთან“ კავშირებზე ჯერ კიდევ 2022 წელს საუბრობდა.
ამ ბრალდების გამო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ლევან ხაბეიშვილს სასამართლოშიც უჩივლა. ლილუაშვილის ინტერესების დამცველი ამტკიცებდა, რომ ე.წ. ქოლცენტრების საქმიანობასთან, თაღლითურ, კრიმინალურ თუ ფულის მოპარვის საქმეებთან ან რაიმე სახის დანაშაულებრივ ჯგუფებთან გრიგოლ ლილუაშვილის კავშირის შესახებ ინფორმაცია იყო სრული სიცრუე და ცილისწამება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: თაროზე ხომ არ ედოთ ლილუაშვილის საქმე და ახლა ბი-ბი-სის ჟურნალისტური გამოძიების და ევროპასთან უვიზო მიმოსვლის სავარაუდო შეჩერების გადასაფარად წინასაახალწლოდ გაწირეს განტევების ვაცი?