ხაბეიშვილის გადადგომას ახალქალაქის საკრებულოში ენმ-ს ფრაქციის წევრებიც ითხოვენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ს გადადგომას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ენმ-ის ფრაქციის წევრებიც ითხოვენ.
მათი განცხადებით, ახალ მენეჯმენტთან “გადაულახავი პრობლემები” შეექმნათ, “ხაბეიშვილის მცდარმა მიდგომებმა კი პარტიის არნახული დასუსტება გამოიწვია”.
“ჩვენ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სიით გასულ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს და ორგანიზაციის წარმომადგენლებს პარტიის ახალ მენეჯმენტთან შეგვექმნა გადაულახავი პრობლემები, რაც უკავშირდება პოლიტსაბჭოს დაშლის უკანონო გადაწყვეტილებასა და რაიონულ ორგანიზაციებში ფიქტიური ს ჩატარებას.
ახალი მენეჯმენტის და პირადად ხაბეიშვილის მცდარმა მიდგომებმა გამოიწვია პარტიის არნახული დასუსტება და ერთგული მომხრეების გარიყვა ჩვენი მოძრაობიდან.
ჩამოთვლილ მიზეზთა გამო, ჩვენ ვითხოვთ, გადადგეს პარტიის თავმჯდომარე, რათა დისკუსია ერთობაზე და პარტიის მებრძოლი წევრების რეინტეგრაცია გახდეს შესაძლებელი”. – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
· შირვან შირინიანი
· არმენ ჰუნანიანი
· მელიქ რაისიანი
· ანდრანიკ მამულიანი
· ვართან ჩოკანდარიანი
· არტურ მკოიანი
· არმენ ჰაკობიანი
· მიშა ჰაკობიანი
გასულ დღეს თბილისის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები პარტიის თავმჯდომარის პოზიციის გაუქმება და დროებითი მმართველი ორგანოს შექმნას მოითხოვეს.
“ერთი ს, ან თუნდაც რამდენიმე ადამიანის პარტიიდან გარიცხულად გამოცხადებით, ნუ გგონიათ რომ მხოლოდ მათ რიცხავთ, ამით პარტიის მიღმა ასობით პარტიის წევრსა და ათასობით მხარდამჭერს ტოვებთ”. – წერია განცხადებაში.
ლევან ხაბეიშვილის გადადგომა და ყრილობის მოწვევა ზუგდიდის, ხობის, ჭიათურის, მცხეთის, ქუთაისის, ს, ამბროლაურის, ცაგერის, კასპის, ახალციხის და თერჯოლის საკრებულოებში ენმ-ის ფრაქციის მოქმედმა და ყოფილმა წევრებმაც მოითხოვეს. ასევე, თბილისის რაიონული ორგანიზაციების ყოფილმა წევრებმა.
· ფოთის საკრებულოს ენმ-ს ფრაქციის თავმჯდომარე მოხსნეს – ის ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვდა
თავმჯდომარის გადადგომის შესახებ მოწოდებებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, გამოეხმაურა და თქვა, რომ ენმ-ში არჩევნები ჩატარდება გათვალისწინებული ვადით – 2025 წელს. მან “ნიკა მელიას შტაბს” მოუწოდა, შეწყვიტოს “აღვირახსნილი კამპანია ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ”.
29 ნოემბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე თქვა, რომ ს ინიციატივა გაითვალისწინეს და პოლიტიკური საბჭოს გაფართოების გადაწყვეტილება მიიღეს.
“დღეს, 16:00 საათზე მე ამ კონკრეტული ინიციატივით ენმ-ს პოლიტსაბჭოს მივმართავ […] 16:00 საათის შემდეგ, როცა პოლიტსაბჭო კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს, საზოგადოებას ინფორმაცია ექნება იმ ადამიანების შესახებ, ვინც მანიფესტს უერთდება და შესაბამისად, ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრი იქნება […] ყველა ის ადამიანი, ვინც ყოფილი პოლიტსაბჭოს წევრი იყო და მიხეილ სააკაშვილის ერთობის მანიფესტს შეუერთდება – გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომ ეს პირები ისევ პოლიტსაბჭოში იყვნენ და ნაციონალური მოძრაობა წარმოადგინონ”. – თქვა ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
20 ნოემბერს საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვის დროს თქვა, რომ პარტიამ პოლიტსაბჭოდან არაერთი ადამიანის გაშვება იჩქარა.
“მე მინდა, ამ ადამიანებს მოვუწოდო, დაბრუნდნენ პოლიტსაბჭოში კოჰაბიტაციის გზით, ჩავკიდოთ ისევ ერთმანეთს ხელი, ჩავერთოთ გადაწყვეტილების მიღებაში, იმიტომ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი და მე ვარ გარანტი იმისა, რომ თქვენ იქნებით ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების და ინიციატივის ნაწილი, იმისთვის, რომ ჩვენ ერთობლივი გზით შევძლოთ წინ წასვლა”. – განაცხადა სააკაშვილმა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარის “ფლანგებს” შორის ერთწლიანი დაპირისპირების შემდეგ, ენმ-მ დაწერა, რომ ნიკა მელია პარტიას აღარ წარმოადგენს და ეს საკითხი დახურულია. მიუხედავად იმისა, რომ ენმ-ის დატოვებაზე ნიკა მელიას საჯარო განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია, პარტიაში ირწმუნებიან, რომ გადაწყვეტილება თავად მელიამ მიიღო.
“მიუხედავად ჩვენი მრავალთვიანი მცდელობისა, რომ ყოფილი თავმჯდომარე დაბრუნებოდა პარტიას, ნიკა მელია არ იზიარებს მანიფესტით გათვალისწინებულ პრინციპებს, აგრძელებს პარტიის დაზიანების კამპანიას და საჯაროდ, თავად აცხადებს, რომ ის “არ არის ნაციონალურ მოძრაობაში“. ფაქტია – ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შედის გადამწყვეტ წინასაარჩევნო რეჟიმში. ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ეს საკითხი დახურულია და პარტია არ აპირებს ამ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას” – წერს ენმ.
პარტიამდე იგივე განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა TV ფორმულას ეთერში გააკეთა. მისი მტკიცებით, ნიკა მელია “არ წარმოადგენს ნაციონალურ მოძრაობას, არ არის ნაციონალური მოძრაობის წევრი და ვერ ილაპარაკებს ნაციონალური მოძრაობის სახელით”. Მისივე თქმით, “მე არ გამიშვია, მე არ გამიგდია, ეს გადაწყვიტა მან, რომ ის არ არის ნაციონალური მოძრაობის წევრი”.
· ბარამიძე: ენმ-დან მელიას გარიცხვის წინააღმდეგი ვიყავი და ვარ
რამდენიმე კვირის წინ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნაციონალური მოძრაობის ყველა წევრს და მხარდამჭერს შესთავაზა, ვარდების რევოლუციის მე-20 წლისთავამდე შეემუშავებინათ მანიფესტი, რომელსაც ერთობლივად მოაწერდნენ ხელს. მისი თქმით, მანიფესტში სხვა საკითხებთან ერთად უნდა ყოფილიყო პარტიული ერთიანობის შეთანხმებაც.
“თუკი ვინმე არ მოისურვებს ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერას, ის ავტომატურად დაიყენებს თავს პარტიის გარეთ და სხვა გზით მოუხდება წასვლა. ჩვენ კი შევძლებთ მომავალზე სრულად კონცენტრირებას. ეს მანიფესტი უნდა იყოს ჩვენი ერთიანობის და განახლების უნარის პრეზენტაცია” – წერდა სააკაშვილი.
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 11-პუნქტიანი მანიფესტი 22 ნოემბერს გამოაქვეყნა. მათი განცხადებით, პარტიის პრინციპებთან, პოლიტიკურ ხედვასა და იდეოლოგიასთან ერთად, “მანიფესტი პარტიის ერთიანობის დეკლარაციაა, რაც უნდა იქცეს თანმიმდევრული და პროგრესული შიდადემოკრატიული პროცესების ხელშემწყობ ინსტრუმენტად”.
ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ე.წ ნიკა მელიას ფლანგს მანიფესტისთვის ხელი არ მოუწერია. ბაჩო დოლიძის თქმით, ინდივიდუალურად გადაწყვეტდნენ, ვინ მოაწერდა ხელს “ერთიანობის დოკუმენტს” და ვინ არა. Მისივე შეფასებით, მანიფესტი არ ასახავს არსებულ რეალობას”
“ვინც არ მოაწერს ხელს, როგორ ფიქრობთ, ამდენი ადამიანი იქნება გარიცხული პარტიიდან? აქ ხომ ათი ათასობით ადამიანზეა საუბარი?” – თქვა დოლიძემ.
· ხაბეიშვილი ენმ-ში დაპირისპირებაზე: მალე ოფიციალურადაც აღარ იქნებიან ჩვენი წევრები
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა, პარტიის წევრების ნაწილი პოლიტსაბჭოდან ჩახსნეს და არც ახალ პოლიტსაბჭოში შეიყვანეს. მათ შორის, ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია. ენმ-ის რამდენიმე წევრმა კი, ახალი პოლიტსაბჭო თავად დატოვა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს და თავმჯდომარის “ლეგიტიმურობაზე” მიხეილ სააკაშვილი იქამდეც საუბრობდა და “კატეგორიულად ვერ იზიარებდა ზოგიერთ მოსაზრებას”, რომ ლევან ხაბეიშვილს, პეტრე ცისკარიშვილს და პარტიის პოლიტსაბჭოს ლეგიტიმაციის ნაკლებობა აქვს.
ამასთან, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 3 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე, სადაც დისტანციურად ჩაერთო, თქვა, რომ “პარტიის შიგნიდან თუ გინდათ პარტიის ლანძღვა, სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ, ვიდრე პარტია შიგნიდან დაასუსტოთ”.
სააკაშვილის განცხადებას ენმ-ს ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ იმავე დღეს უპასუხა და დაწერა, რომ “თქვა და გააკეთე, არ არის გზა, რომლითაც მე დავდივარ”.