ჭყვიტინა სათამაშოს გამო, პოლიციამ აქციების მონაწილე დააკავა

ჭყვიტინა სათამაშოს გამო, პოლიციამ აქციების სტაჟიანი მონაწილე დააკავა. ნერვებმა გელა გელაძის თანამშრომლებს მას შემდეგ უმტყუნა, რაც მოქალაქე ჭყვიტინა ქათმით პოლიციის წინ დადიოდა. სხვა არანაირი კომუნიკაცია პოლიციასთან არ ჰქონია.

როგორც ჩანს ჭყვიტინა საბავშვო სათამაშო დანაშუალის იარაღად იქცა.

ასევე, ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე მიხეილ ზაქარეიშვილი დააკავეს.

მოქალაქეები საპროტესტო აქციას ისევ პარლამენტთან აგრძელებენ. საკანონმდებლო ორგანოსთან მობილიზებულია პოლიციაც. გზის ორივე მხარეს საპოლიციო კორდონია მოწყობილი.