ჭუბერში მანქანა მდინარეში გადავარდა, დაღუპულია ორი ადამიანი

ჭუბერში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულები ცოლ-ქმარი იყვნენ.
შემთხვევა გუშინ, 29 სექტემბერს მოხდა. მანქანა მდინარე ენგურში გადავარდა.
როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ დროისთვის მდინარიდან ორივე ცხედარი ამოყვანილია.