ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებიდან საპოლიციო ძალები გაიყვანეს, თავისუფლების მოედანზე მხოლოდ საპატრულო პოლიცია რჩება, თუმცა ადგილზე ჯერ კიდევ დგას წყლის ჭავლის მანქანები

რუსთველის გამზირზე აქციის მონაწილეთა ნაწილი ამ დრომდე რჩება. ისინი პარლამენტის წინ, რუსთაველის თეატრთან და ასევე, გამზირის სხვადასხვა მონაკვეთზე იმყოფებიან.
რაც შეეხება სამართალდამცველებს, ისინი ამ დროისთვის აღარ დგანან არც ჭიჭინაძისა და არც 9 აპრილის ქუჩებზე. საპატრულო პოლიციის მხოლოდ რამდენიმე წარმომადგენელი იმყოფება პარლამენტის შენობის წინ, ნაძვის ხესთან, რომელიც რკინის ბარიკადებითაა შემოსაზღვრული.
თავისუფლების მოედანზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. ასევე, ადგილზე რჩება წყლის ჭავლის რამდენიმე მანქანა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრეი სიბიგა: ცინიკურად, პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმის ბრძანება მაშინ გასცა, როდესაც დელეგაციები აბუ დაბიში ერთმანეთს ხვდებიან – პუტინმა მოლაპარაკებების მაგიდას დაარტყა

ჯორჯია მელონი: მჯერა, რომ ტრამპს შეუძლია წვლილი შეიტანოს უკრაინისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევაში, რის შემდეგაც ჩვენც შევძლებთ საბოლოოდ წარვადგინოთ ის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე