“ჭიდაობა მორევაზეა” – პარლამენტის შესასვლელ ჭიშკართან მომიტინგეები სხედან

მოქალაქეები პარლამენტის სხვადასხვა შესასვლელთან იკრიბებიან და ჭიშკართან სხდებიან. ჭიჭინაძის ქუჩაზე უკვე იმყოფებიან რუსული კანონის საპროტესტოდ მისული მოქალაქეები და პარტია “ახალის” წევრები, ისინი პარლამენტის შესასვლელ ჭიშკართან დასხდნენ მანამ, სანამ ხელისუფლება საპოლიციო ძალების სრულ მობილიზებას დაიწყებდა.
გუშინ აქამდე ვერ მოვედით, იმიტომ არა, რომ ცოტანი ვიყავით, მიწოლა არ ვიცოდით, აღმართზე ამოყვანა ამდენი პოლიციელის რთულია. ამიტომ ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა, მოვედით ადრე და ვსხედვართ აქ, აქედან მოუწევთ გამოსვლა პარლამენტის წევრებს. დარწმუნებული ვარ, რომ აქეთა მხარეც შეივსება, იქითა მხარეც და ზედა მხარეც – მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ დღეს ამ ხალხს აქედან არ გამოვუშვებთ. მისცემენ ხმას იმას, რასაც არ უნდა მისცენ და რაც ხალხის მიერ განიხილება სამშობლოს ღალატად, მაშინ ისე ვერ გავლენ ამ, შენობიდან, რომ საკუთარ ხალხს თვალებში არ ჩახედონ და პასუხი არ გასცენ. ჭიდაობა მორევაზეა. უკაცრავად, ეს არის ჩემი კონსტიტუციური უფლება და ადამიანს თუ კონსტიტუციურ უფლებას ურღვევენ, უნდა იბრძოლოდ ან უფლების შენარჩენებისათვის, დანარჩენი მონობაა ყველაფერი.
საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა “პირველებს” უთხრა, რომ ამ ეტაპზე “ახალის” წევრების მიმართ არანაირი შეზღუდვის მითითება არ მიუციათ. პოლიციელები არ განმარტავენ. მეტიც, ისინი ამტკიცებენ, რომ არც გუშინ იყო შეზღუდვა და ნებისმიერს შეუძლია პროტესტის გამოხატვა, ხელს არავინ უშლის. ცნობისთვის, გუშინ პოლიციამ არ გაატარა მომიტინგეები ჭიშკრის მიმართულებით.

ასევე დაგაინტერესებთ

თეონა აქუბარდია – ადამიანები, რომლებსაც აქვთ დასავლური განათლება, თავს იმცირებენ, მარიონეტებად არიან ქცეული, ძალიან მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ დიაგნოზია, რომ მწყობრში მიდიან უფსკრულისკენ