ჭიათურის პროტესტის დაკავებულ ლიდერებს ბრალი დაუმძიმდათ

ჭიათურის პროტესტის 4 ლიდერს, რომლებიც სისხლის სამართლის წესით დააკავეს, პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა.
როგორც EMC-ს ადვოკატმა მარიამ პატარიძემ ნეტგაზეთს უთხრა, ორ მათგანს, მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ედავებიან. დანარჩენ ორს, აჩიკო ჭუმბურიძესა და თენგო გველესიანს, რომელთა უფლებებს კერძო ადვოკატები იცავენ, მხოლოდ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობა ედებათ ბრალად.
სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლი, რომელიც ჯგუფური დანაშაულის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს, 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მათ კი ვისაც მხოლოდ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობას ედავებიან, 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
პოლიციამ ძალადობრივი დანაშაულის ბრალდებით ჭიათურის პროტესტის 4 ლიდერი 29 აპრილს, დილას დააკავა.
-ს განცხადებით, 28 აპრილს ბრალდებულები ჭიათურის მუნიციპალიტეტში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ შუქრუთის მაღაროს დირექტორს, 1982 წელს დაბადებულ თ.კ.-ს და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა თ.კ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.