ჭიათურა ბოლო რამდენიმე კვირაა სიცოცხლისთვის საშიში საფრთხის პირისპირ დგას საკვებისა და წამლის მუდმივი დანაკლისის გამო – ამ პრობლემებით მიმართეს ჭიათურელმა მაღაროელებმა “ქართული ოცნების” ჯანდაცვის მინისტრს.
“ჭიათურაში ჰუმანიტარული კრიზისია, რაც გამოწვეულია მანგანუმის მოპოვების შეჩერებით და 3 620 დასაქმებულის ანაზღაურების გარეშე დარჩენით. მოგეხსენებათ, ჭიათურა მონოინდუსტრიული ქალაქია, რაც იმას ნიშნავს, რომ მანგანუმის მოპოვებაზე და მაღაროელების შემოსავალზეა დამოკიდებული”, – წერენ მაღაროელები.
