ჭამა უნდა დაიწყოს და დამთავრდება ყველაფერი – მდინარაძე მზია ამაღლობელზე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მ ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის შესახებ ბრიფინგზე ისაუბრა.
“ჭამა უნდა დაიწყოს და დამთავრდბეა ყველაფერი”, – თქვა მდინარაძემ ქალზე, რომელიც უკვე 23 დღეა სრულ შიმშილობაზეა რადგან, როგორც თავად მოიწერა ციხიდან “არ ვაპირებ მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი. ვშიმშილობ. სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა”.
“რაც შეეხება ქალბატონ მზიას, ჩვენ ისე წარმოგვიჩენენ, თითქოს დიდი გმირობის ჩამდენი ადამიანი იყოს. გასაგებია შიმშილობა და გასაგებია ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც უნდა იყოს კარგი. ჭამა უნდა დაიწყოს და დამთავრდება ყველაფერი. სახელმწიფოს დაშანტაჟების შემთხვევაში, არცერთი სახელმწიფო ამ შანტაჟს არ ექვემდებარება. ეს ჩვეულებრივი ამბავია. მსოფლიო, ცივილიზებულ სამყაროში მიღებული წესი, რომ შანტაჟს სახელმწიფო არ და ვერ დაექვემდებარება. და კარგად უნდა იყოს. შიმშილისკენ და სიკვდილისკენ კუ ნუ მოუწოდებენ, მოუწოდონ, რომ თავის თავს მიხედო და ჯანმრთელობას მიხედოს. შიმშილობის გამო გათავისუფლებული ადამიანი არის სახელმწიფოსთვის დიდი ზიანის მომტანი, ნებისმიერ შემთხვევაში”, – განაცხადა მდინარაძემ.
ჟურნალისტის კითხვას, როგორ შეიძლება დასრულდეს ეს პროცესი, მდინარაძემ უპასუხა, რომ “შიმშილობა საერთოდ სრულდება სიკვდილით”.
უფრო მეტიც, მდინარაძე ირწმუნება, რომ მზია ამაღლობელის სიკვდილზე ოცნებობენ ის ადამიანები, რომლებიც მის გათავისუფლებას ითხოვენ. მათ შორის, მე-5 პრეზიდენტი, და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.
[…] გმირად ნუ გამოვიყვანთ ახლა ქალბატონს, რომელიც კონკრეტული დავალებით მოქმედებდა – ეს უნდა ვიცოდეთ ყველამ”.
ამაღლობელზე საუბრისას მდინარაძემ კვლავ გააგრძელა “ქართული ოცნების” შეთქმულების თეორიები და დაუსაბუთებელი მსჯელობა იმის შესახებ, თითქოს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს “გარე ძალები” წარმართავენ. მდინარაძე ირწმუნება, რომ მზია ამაღლობელმა შეურაცხყოფის, დამცირებისა და ფიზიკური ძალადობის საპასუხოდ, ს პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეს სილა მიზანმიმართულად, “ტრენინგებზე ნასწავლი” მეთოდით გააწნა.
“ქართული ოცნება” და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) წლებია ირწმუნებიან, რომ გაურკვეველი ძალები საქართველოში ტრენინგებს ატარებენ და სამოქალაქო საზოგადოებას “რევოლუციურ სცენარებს” ასწავლიან. ამ საკითხზე სუს-ში გამოძიება არაერთხელ დაიწყო, თუმცა არცერთი არ დასრულებულა. უამრავი ადამიანის გამოკითხვის მიუხედავად, არც ბრალი წარუდგენია ვინმესთვის და არც არავინ დაუსჯიათ.
“უნდა განვასხვაოთ გმირი და გარე დავალების შემსრულებელი, ან უშუალო ამსრულებელი ერთმანეთისგან. თუ ქალბატონი მზია ამას დავალებით არ ასრულებდა და ვიღაცამ წააქეზა და აზრზე არ იყო რას აკეთებდა, მაშინ წარმოდგენა არ ჰქონია არც ჟურნალისტიკაზე, არც ქვეყანაზე, არაფერზე წარმოდგენა არ ჰქონია. ორი ვარიანტია: ან განზრახ მოქმედებდა უშალო დავალებით, ან უბრალოდ, წააქეზეს ვიღაცებმა და შეაგდეს ამ როლის შესასრულებლად და ვერც ათვიცნობიერებდა რას აკეთებდა. ეს ხომ წარმოუდგენელი ამბავია?! ერთიც და მეორეც არის მავნებლობა. მაგრამ, რაც შეეხება ადამიანის ჯანმრთელობას, კიდევ უფრო მავნებლები და დამნაშავეები შეიძლება იყვნენ, იხდიდნენ სასჯელეს და ნებისმიერმა მათგანმა ახლა შიმშილობა რომ დაიწყოს, სახელმწიფო ამას ვერ დაექვემდებარება. დიდი ბოდიში, რომ ამაზე ასე ხისტად მიწევს საუბარი, მაგრამ ყველამ უნდა გაიაზროს, რასთან გვაქვს საქმე. სახელმწიფოს ჩამოშლისთვის აუცილებელ პირობებს დაგიდებენ ხელის გულზე, პოლიციის უფროსებს სილას გააწნავენ, მერე იშიმშილებენ და თურმე უნდა გამოუშვან”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს “ბათუმელების” მთავარი რედაქტორის, ეთერ თურაძის მოთხოვნაზე, შეხვდეს მზია ამაღლობელის პატიმრობასა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელ პირებს.
თურაძემ არაერთხელ, საჯაროდ მოითხოვა შეხვედრა “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და გენერალურ პროკურორ გიორგი გაბიტაშვილთან.
თურაძეს იმედის ეთერში თვითონ გამოეხმაურა “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი, , რომელმაც დაადასტურა შეხვედრისთვის მზაობა, თუმცა ამის შემდეგ საკითხი წინ არ წასულა.
“ამაზე [ეთერ თურაძესთან შეხვედრაზე] პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა თავისი კონკრეტული გადაწყვეტილება, კონკრეტული პირობით და მე იმას ვერაფერს დავამატებ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ამავე თემაზე:
· საიამ ომბუდსმენს მიმართა, შექმნას სამედიცინო ჯგუფი მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის
· ნაირა გელაშვილი: სასწრაფოდ გაათავისუფლეთ მზია ამაღლობელი! გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები!
· “გირჩი”: მოვითხოვთ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.
მზია ამაღლობელისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება მისმა ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არც კი განიხილა.
არაერთი იურისტისა და უფლებადამცველის შეფასებით, მზიას ამაღლობელის ქმედება შეუსაბამოა მისთვის წარდგენილ ბრალთან. სპეციალისტები განმარტავენ, რომ მასი ქმედება ბევრად უფრო მსუბუქია, ვიდრე პროკურატურა ედავება. ბევრი მათგანი თვლის, რომ ეს საერთოდ არ არის დანაშაული და მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად უნდა ჩაითვალოს.
იურისტები დაუსაბუთებლად მიიჩნევენ აღკვეთოს ღონისძიების სახით მზია ამაღლობელის დაპატიმრებასაც.

ასევე დაგაინტერესებთ

აშშ-ის საელჩო – მდინარაძის დღევანდელი განცხადებები სრულიად მცდარია და წარმოაჩენს ცოდნის ნაკლებობას იმის შესახებ, რას აკეთებს საელჩო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭრად