“ჭავჭავაძე გავიდა ქვეყნიდან და დაბრუნდა, ჯორჯ ბალანჩინი არ დაბრუნდა ამერიკიდან” – ოდიშარია

რაც შეეხება დღევანდელ წარმოდგენას, პერფომანსს, სახელწოდებით ინტერპელაცია, მას წარმოგვიდგენენ დარგის ნეგატიური რეკორდსმენები, რომელთა სინდისზეა და მათ მმართველობის პერიოდზე მოდის 2003-2024 წლებში გასული ადამიანების, ჩვენი ქართველების სრული რაოდენობის ორი მესამედი. გასული მხოლოდ, თუ გაქცეული და დატერორებული? კარგი გამახსენდა ქალბატონ დეკანოიძის მიმართ, არ მომისმინეთო, თქვენ უთხარით ბატონო მინისტრო… არა ბატონომინისტრო, მათ თქვენ მოგისმინეს, უბრალოდ უფრო ადრე, რამდენიმე კვირით ადრე, მათ ყურადღებით მოუსმინეს “ლელოს” მიერ “ნაცებისთვის” დაქირავებულ და “კოლექტიური ნაცებისთვის” ნაფეშქაშარ უნიჭო კონსულტანტს, ვირეშმაკა ვინმე როზნერს. ქვეყნიდან გასვლა და დაბრუნება ნამდვილად არ არი დანაშაული. ქვეყნიდან გავიდნენ და დაბრუნდნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ივანე ჯავახიშვილი, დავით სარაჯიშვილი, პეტრე მელიქიშვილი, აკაკი შანიძე… აი სახლიდან გავიდნენ და არ დაბრუნებულან ჯორჯ ბალანჩინი, ამერიკის კლასიკური ბალეტის ფუძემდებელი, საქართველოს დააკლო რამ? ალექსანდრე ქართველი, -ს ავიამშენებლობის პიონერი”

ასევე დაგაინტერესებთ