ჭადრაკის ფედერაცია – ქართველმა მოზარდებმა ჭადრაკში, მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს

ქართველმა მოზარდებმა ჭადრაკში, მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს.
ჭადრაკის ფედერაციის ცნობით, მსოფლიო სასკოლო პირველობა U07-U17 ასაკობრივ კატეგორიებში სერბეთის ვრნიაჩკა-ბანიაში დასრულდა.
მათივე ინფორმაციით, ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ჩატარდა და მასში 43 ქვეყნის 470 მოჭადრაკე ასპარეზობდა.
„ჩემპიონატის დასაწყისიდანვე ლიდერთა შორის იყვნენ და საპრიზო სამეულისთვის იბრძოდნენ: ანასტასია კირთაძე და ერეკლე ტაბატაძე.
საბოლოოდ, ორივე მათგანმა დაძაბულ ბრძოლაში ვერცხლის მედალი მოიპოვა საკუთარ ასაკობრივ კატეგორიებში.
ერეკლემ – 15 წლის ჭაბუკთა შორის, ხოლო ანასტასიამ 17 წლამდე გოგონათა შორის.
მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე საქართველო 43 ქვეყანას შორის VI ადგილზე გავიდა.
ჩემპიონატზე საქართველოს სახელით მონაწილეობდნენ:
U17 ანასტასია კირთაძე- 7 ქულა;
U15 ერეკლე ტაბატაძე – 7 ქულა;
U15 ბარბარე აშოთია – 5 ქულა;
U13 ნინო ლიპარტია – 4,5 ქულა;
U13 ლუკა ქუნთელია – 5,5 ქულა;
U11 სარა სალთხუციშვილი -5 ქულა;
U11 გიორგი წულაია – 5,5 ქულა;
U09 სოფია ლიმარი – 4,5 ქულა;
U09 ანდრია ყუბანეიშვილი – 4,5 ქულა.
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მოზარდთა ნაკრების მხარდამჭერები გახლდნენ: საქართველოს სპორტის სამინისტრო და „პაშა ბანკი“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში