წყაროს არ ვასახელებ – ხუხაშვილის გალახვას აპირებდნენ დაახლოებით 10 წლის წინ და ამან უთხრა – ხელი არ დამარტყათ, “მოსადზე” ვმუშაობ და პრობლემები შეგექმნებაო – ზურა ქადაგიძე

წყაროს არ ვასახელებ – ხუხაშვილის გალახვას აპირებდნენ დაახლოებით 10 წლის წინ და ამან უთხრა – ხელი არ დამარტყათ, “მოსადზე” ვმუშაობ და პრობლემები შეგექმნებაო – ზურა ქადაგიძე
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციის მხარდამჭერ ექსპერტს გია ხუხაშვილს არაკომპეტენტურობაში ამხელს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ამერიკული პოლიტიკის სამზარეულოში გათვითცნობიერებული ექსპერტი ერთმანეთში ურევს პოლიტიკურ და სამართლებრივ სტრუქტურებს.
ზურაბ ქადაგიძე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ხუხაშვილი საუბრობს იმაზე, რომ ქართველი პოლიტიკოსები აშშ-ში შეხვედრებს ფედერალურ ბიუროში მართავენ.
„ხუხამ, ოპოზიციის ბიულეტენივით გაჟონა… ძალიან კმაყოფილი ხომ ალაპარაკეს, თითქოს რაიმე გაეგება და ზეპირად იცის, ბიძინა ივანიშვილის და მთავრობის შიდა სამზარეულო, დამაჯერებელი სახით ჰყვება თუ როგორ მძიმე დღეშია ხელისუფლება და სოლიდურობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატები ახსენა იმის დასტურად, თუ როგორ იცის იქაური შიდა ამბებიც (ნუ ექსპერტია კაცი და კი უნდა იცოდეს).
ამ დროს „დააერორა”, გაჟონა ინტელექტმა, მოცურდა ეს ცუცურაკი – ქართველი პოლიტიკოსები იქ ჩადიან და ფედერალურ ბიუროსთან(FBI) თანამშრომლობენო, ფედერალურ ბიუროსთანო… ბიჭო, ცენტრალური დაზვერვა, ან სახელმწიფო დეპარტამენტი მაინც გეთქვა, შე უკიდეგანოდ გაჟონილო! ფედერალური ბიურო- FBI შტატების იუსტიციის ორგანოა და გენერალურ პროკურორს ექვემდებარება და რა შუაშია უცხო ქვეყნის თანამდებობის პირები და პოლიტიკოსები?! არა რა, პიტალოა-მეთქი და თქვენ არ გჯერათ…
P.S. წყაროს არ ვასახელებ – ხუხაშვილის გალახვას აპირებდნენ დაახლოებით 10 წლის წინ (მაგრად მიქარა ალბათ) და ამან უთხრა – ხელი არ დამარტყათ, “მოსადზე” ვმუშაობ და პრობლემები შეგექმნებაო. ეს თვითმარქვია ქვეშაფსია ექსპერტი…” – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე მისი ოჯახის უსაფრთხოება არის დაცული, სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება და ამ შემთხვევაშიც უსაფრთხოება დაცულია, ამიტომ, ჩემთვის გაუგებარია განცხადება, რაც გუშინ გამოქვეყნდა

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის აფხაზეთის მოსახლეობა არის ჩვენი მოსახლეობა – როგორც ქართული, ისე აფხაზური ნაწილი, შესაბამისად ნდობის აღდგენა არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა. მთლიანად აფხაზეთის მოსახლეობას ჰქონდა სერიოზული ჰუმანიტარული პრობლემა და ეს ჰუმანიტარული პრობლემა გადაიჭრა ჩვენი წყალობით