წყალწაღებულმა ოპოზიციამ ხავსი დაინახა და კახი კალაძეზე დაიწყო ყველაფრის გადაბრალება

წყალწაღებულმა ოპოზიციამ კი ხავსი დაინახა და სასწრაფოდ ზე დაიწყო ყველაფრის გადაბრალება. რა შუაშია თბილისის მერი, კერძო საკუთრებას მისმა მეპატრონემ უნდა მიხედოს, სხვათაშორის ავარიულ შენობაში შეჭრილი ადამიანების უმეტესობას სხვადასხვა ფართები აღმოაჩნდა თბილისს და რეგიონებში, რაზეც ოპოზიციურმა მედია საშუალებებმა ერთი სიტყვაც არ დაძრეს,- ასე ეხმიანება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი თვალჭრელიძის ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებს.
ნიკოლეიშვილის თქმით, თვითმმართველობის ს მოახლოებასთან ერთად, იზრდება ოპოზიციონერთა სურვილი ქალაქში მომხდარი ყველა უარყოფითი ამბავი კახი კალაძეს დააბრალონ, რამდენადაც ის უალტერნატივო კანდიდატია. „ამბავი, რომლის გამუქება-გაბერვას ცდილობს ოპოზიცია და მათი მედია: თვალჭრელიძის ქუჩაზე შენობა-ნაგებობიდან, რომელიც ავარიულ მდგომარეობაში იმყოფება (საცხოვრებლად, სიცოცხლისათვის სახიფათოა) აღსრულების პოლიციამ გამოიყვანა მაცხოვრებლები, ზოგიც ნებით და ზოგიც იძულებით. შენობა კერძო საკუთრება, შესაბამისად მეპატრონემ მიმართა სასამართლოს, სასამართლომ კი აღსრულების პოლიციას დაავალა, მანაც კანონის შესაბამისად იმოქმედა. აქ შეიძლებოდა წერტილის დასმა, მაგრამ როგრორც წესი იძულებით გამოსახლებას დაძაბულობაც და ხმაურიც მოსდევს. წყალწაღებული ოპოზიციამ კი ხავსი დაინახა და სასწრაფოდ კახი კალაძეზე დაიწყო ყველაფრის გადაბრალება.
რა შუაშია თბილისის მერი, კერძო საკუთრებას მისმა მეპატრონემ უნდა მიხედოს, სხვათაშორის ავარიულ შენობაში შეჭრილი ადამიანების უმეტესობას სხვადასხვა ფართები აღმოაჩნდა თბილისს და რეგიონებში, რაზეც ოპოზიციურმა მედია საშუალებებმა ერთი სიტყვაც არ დაძრეს. თბილისის მერმა მ არაერთხელ გააჟღერა ჩანაცვლების პროგრამა, იმ ოჯახებს ვინც ავარიულ შენობებში ( საცხოვრებლად სიცოცხლისათვის სახიფათო შენობა-ნაგებობებში!) ცხოვრობენ, მუნიციპალიტეტმა გარანტირებულად, იგივე ფართის გარემონტებულ ბინები შესთავაზა. მაგრამ კერძო მესაკუთრეს (!) შენობაში თუ ტერიტორიაზე ვინ მე შეიჭრება და მერე მას იძულებით გამოასახლებენ, კახი კალაძე რა შუაშია ვერ ვხდები. ვინმეს ჰგონია, თვალჭრელიძის ქუჩაზე მაცხოვრებლებზე ოპოზიციის ან მათი ტელევიზიების წარმომადგენლებს მართლა გული შეტკივა ძალიან სცდება. მასე განიცდიდნენ უკრაიელ ლტოლვილებს, მაგრამ რაღაც არ მახსოვს ერთი მაინც წაეყანათ საკუთარ სახლში (თავინთ ბინებს ძირთადად რუსებზე აქირავებენ!), ომშიც ხომ თავისი არა, სხვისი შვილების გაგზავნას აპირებდნენ. ახლა თვითმართველობის არჩევნები მოდის კახი კალაძე რომ უალტერნატვოა და მათ კანდიდატს, ვინც გინდა იყოს, სასტიკად დაამარცხებს ესეც იციან, უბრალოდ ცდილობენ რაც კი რამ ქალაქში მოხდება მას უნდა დააბრალონ, მაგრამ მათ ამით რამე ეშველებათ?! არასოდეს!“,- წერს ნიკოლეიშვილი.
Next: ნაცების” ფასიანმა უზნეო მეხოტბეებმა, ხელოვნურად და დროებით გაბერეს ე.წ. სკანდალი და სცადეს კახი კალაძის დემონიზირების მორიგი რაუნდი

ასევე დაგაინტერესებთ

საერთაშორისო ექსპერტები ჯეროვნად აფასებენ საქართველოს წინსვლას, ხოლო ევროკრატია “ნაცმარიონეტებითურთ” დისტოპიურ სურათს ხატავს – ევროკომისიის ანალიტიკოსების შეფასებით, კორუფციის არარსებობის ინდექსით, საქართველო ევროპის ტოპ ოცეულშია

საქართველოს მიერ კორუფციის არარსებობის ინდექსში მიღწეული 67%-იანი მაჩვენებელი და მსოფლიოში 35-ე ადგილი, ერთი შეხედვით მხოლოდ სტატისტიკური მონაცემია, მაგრამ რეალურად იგი ასახავს ბევრად უფრო ღრმა პროცესს – სახელმწიფოს ინსტიტუციური განვითარების ხარისხს

ვიხილეთ გარედან დაფინანსებული ნაცტიტუშკებისა და ორკების გაუგონარი პროვოკაცია, მაგრამ ფაქტია, რომ მათ პროვოკაციებს არავინ აჰყვება, ყველაფერს ექნება ძალიან ღირსეული და მკაცრი პასუხი

ამ ოპოზიციამ გარყვნა და გაანადგურა ახალგაზრდობა. რაღა მნიშვნელობა აქვს დემოგრაფიულ მაჩვენებლებს, როცა უკვე სახეზე გვყავს “სხვა ჯიშად” გამოყვანილი თაობა? მძიმეა რეალობა, ძალიან მძიმე