წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდა. ხავსია ეს აქტი, სინამდვილეში მტრული, წყალწაღებულები არიან ქართული აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები

ქართული ე.წ. ოპოზიციის, სინამდვილეში აგენტურის, საქმე როგორ არის იცით ამ ე.წ. „მეგობარი აქტთან“, სინამდვილეში მტრულ აქტთან დაკავშირებით – წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდა. თუ ვინმეს კიდევ განმარტება სჭირდება, ხავსია ეს აქტი, მტრული სინამდვილეში, წყალწაღებულები არიან ქართული აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები. არასერიოზულია ეს ყველაფერი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ მედიასთან განაცხადა.
მისივე თქმით, „მეგობარი აქტის“ მიღება ერთგვარი ლაკმუსის ტესტია ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ხელისუფლებისათვის. მანვე აღნიშნა, რომ იმდენად ნაჭორავები აქტია, რომ ხავსის ფუნქციასაც ვერ შეითავსებს.
„ჯერ ერთი რამდენი თვე არის წინ, როგორ უნდა მიიღონ, რა უნდა მიიღონ და ერთგვარი ლაკმუსის ტესტი არის, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ხელისუფლებისათვის, იმიტომ, რომ თუ მართლა აბსურდია, ის ვერ გაურკვევიათ მაგალითად, შალვა თადუმაძე ჩაწერილია მოსამართლეების სიაში, ანუ იმდენად ჭორაობის დონეზე შედგენილია დოკუმენტი, ჯერ ხომ გამოშიგნეს მართლა, ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა თქვა სხვათა შორის, ჯერ ხომ გამოშიგნეს და რაღაცები ვერ ჩაწერეს, ამის შემდეგ იმდენად არაზუსტია, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მოსამართლეების სიაში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ჩაწერეს. იმდენად ნაჭორავები აქტია, რომ ხავსის ფუნქციასაც ვერ შეითავსებს. აქედან გამომდინარე არასერიოზულია ამაზე საერთოდ საუბარი და ამავდროულად ლაკმუსის ქაღალდია და ტექსტია, იმიტომ, რომ ოლიგარქიული მმართველობის, არაფორმალური გავლენების, „დიფ სთეითის“ დამარცხებაზე თუ რეალურად არის საუბარი, ეს აქტი ბუნებრივად ვერ აისახება რეალურ ცხოვრებაში -არ მოაწერენ ხელს, აღარ მიიღებს სენატი და ა.შ.“ – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც კერძო ბიზნესი კომერციულ მოგებასა და მოსახლეობის ძარცვას შორის ზღვარს კარგავს, სახელმწიფოს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულება აქვს, ჩაერიოს და საკუთარი მოქალაქეები დაიცვას

თითქმის ნახევარი საუკუნეა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, როგორც ერის სულიერი მამა, წინ მიუძღვის ჩვენს ქვეყანას, ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებ მას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ჩვენი ერის მართლმადიდებლური ღირებულებების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის!

დღემდე გაუცემელია პასუხი – რატომ არ მიენიჭა იმ ორ ქვეყანასთან ერთად საქართველოს კანდიდატის სტატუსი. კეთილსინდისიერად ვასრულებდით გაწერილ საშინაო დავალებას და ლიდერი ვიყავით ამ ქვეყნებს შორის და წარმოიდგინეთ, როგორი უსამართლობაა