წყალტუბოს ბალნეოლოგიური ცენტრის აღდგენა იწყება – „ალდაგმა“ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი აანაზღაურა

წყალტუბოს ბალნეო სარეაბილიტაციო ცენტრი, ხანძრის შემდეგ პირვანდელ სახეს იბრუნებს და მაისში, განახლებულ მდგომარეობაში დაიწყებს ფუნქციონირებას.
აღნიშნულ ინფორმაციას სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ ავრცელებს.
მათი ცნობით, ზიანის ასანაზღაურებლად, „ალდაგმა“, ნახევარ მლნ ლარზე მეტი უკვე გასცა. წყალტუბოს ბალნეო სარეაბილიტაციო ცენტრი ქონების დაზღვევის პროდუქტით სარგებლობდა. დაზღვევისგან მიღებული თანხით ხანძრისგან დაზიანებული ნაწილები სრულად აღდგება და ცენტრი დასრულებული იერსახით გააგრძელებს ოპერირებას.
„Park Resort Tskaltubo – ბალნეოლოგიური კურორტია, რომელიც სასტუმროს, ბალნეოლოგიურ სპა ცენტრ “Be Healthy”, რესტორან “მაგნოლიასა” და რესტორან “იმერულ ესკიზს” აერთიანებს. დეკემბერში მომხდარი ხანძრის შედეგად, სწორედ ბალნეოლოგიური სპა ცენტრი დაზიანდა.
„მოხარული ვართ, რომ ჩვენს კიდევ ერთ პარტნიორ კომპანიას გამოვუცხადეთ მხარდაჭერა. კორპორატიული დაზღვევის სეგმენტში, დაზღვევის აუცილებლობა უფრო და უფრო პოპულარული ხდება, რადგან მოსალოდნელი რისკების მართვისთვის და მასშტაბური ზიანის შედეგების აღმოფხვრისთვის, დაზღვევა საუკეთესო მექანიზმია”, – აცხადებს „ალდაგის“ გენერალური დირექტორის მოადგილე თეონა კვიციანი.
აღსანიშნავია, რომ კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით, სადაზღვევო კომპანია ალდაგი წლებია ლიდერის პოზიციას იკავებს.
„ალდაგი“ ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ფლობს საერთაშორისო რეიტინგს AM Best bb+, წამყვან პოზიციებს როგორც ბაზრის წილით, ისე პროდუქტების მრავალფეროვნებით და წარმოდგენილია რეგიონში გადაზღვევის მიმართულებით”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ