საქართველოს მელიორაციის აბონენტებს მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება კიდევ უფრო მარტივად – მობილური ტელეფონიდან *303#OK აკრეფით შეუძლიათ – ინფორმაციას საქართველოს მელიორაცია ავრცელებს.
„აღნიშნული სერვისის ფარგლებში, მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე ბალანსის, წყალსარგებლობის განრიგისა და მორწყვის საკითხებთან დაკავშირებით; გადაამოწმონ დარიცხვები ან მოითხოვონ დარიცხვის (დავალიანება, ჩარიცხვები) კორექტირება.
წყალმომახმარებელს შესაძლებლობა აქვს აღნიშნულ აპლიკაციაში დაამატოს მობილური ტელეფონის სასურველი ნომერი საკუთარი (წყალმომახმარებლის) პირადი ნომრის მითითებით – პროცესი მარტივი და ავტომატიზებულია.
ახალი მომსახურება უზრუნველყოფს მომხმარებელთა სწრაფ, კომფორტულ და გამჭვირვალე კომუნიკაციას საქართველოს მელიორაციასთან.
ციფრული სერვისით მომსახურება პირველ ეტაპზე ხელმისაწვდომია „მაგთიკომისა“ და „სილქნეტის“ მომხმარებლებისთვის.
სერვისი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ არის დანერგილი“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
