წყალდიდობა იტალიაში – ფლორენციასა და პიზაში განგაშის უმაღლესი, წითელი დონე გამოცხადდა

„ბიბისის“ ცნობით, კოკისპირული წვიმის გამო იტალიის ორ რეგიონში, ტოსკანასა და ემილია-რომანიაში მოსახლეობას მოსალოდნელი წყალდიდობისა და მეწყერის შესახებ აფრთხილებენ.
ტოსკანას ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სამაშველო და ჯანდაცვის სამსახურები სრულ მზადყოფნაში არიან. ამასთან, ტოსკანას 60-ზე მეტ მუნიციპალიტეტში დაიხურა სკოლები.
სტიქიის გამო განგაშის უმაღლესი წითელი დონე მოქმედებს ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა ფლორენცია და პიზა. პიზაში, მდინარე არნოს ნაპირზე წყალდიდობისგან დამცავი საშუალებები დაამონტაჟეს.
„ბიბისის“ ცნობით, პარასკევს დილით ფლორენციაში უხვი ნალექი მოვიდა, ხოლო ბოლონიაში დაფიქსირდა მეწყერი. მოსალოდნელი ძლიერი წვიმის გამო მაშველებმა მოქალაქეების ნაწილის ევაკუაცია განახორციელეს. სასწავლო პროცესი შეწყდა ფლორენციის უნივერსიტეტის რამდენიმე კამპუსში.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
წყალდიდობისა და წაქცეულმა ხეების გამო შეფერხებული იყო მოძრაობა საავტომობილო გზებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მაგდა მამუკაშვილი: სულ მაქვს კითხვა და პრინციპში, პასუხიც ვიცი, ნეტა მაშინ, 1936 წელს ქართველებმა სანდრო ახმეტელის სიკვდილი თუ შენიშნეს? სიკვდილამდე 222 დღე რომ აწამებდნენ, ნეტა მაშინდელი თბილისელი საზოგადოება კვლავ დადიოდა თეატრში?