წუხელ რუსეთმა უკრაინის რამდენიმე რეგიონზე იერიში განხორციელა დრონებითა და ბალისტიკური რაკეტით

ს ჯარებმა წუხელ ხარკოვის ოლქზე იერიში მიიტანეს ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერ M“-ით. გამოყენებულია ასევე 29 უპილოტო საფრენი აპარატი Shahed-131/136. იერიშები განხორციელდა პრიმორსკო-ახტარსკისა და კურსკის რეგიონებიდან, იტყობინებიან უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალები.
ცნობის თანახმად, მოხერხდა ყველა უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება.
„საჰაერო ბრძოლის შედეგად 29-ვე Shahed-ი ჩამოგდებულია ოდესის, ნიკოლაევის, პოლტავისა და ლვოვის ოლქებში,“ ნათქვამია ცნობაში.
რუსეთის ჯარები უკრაინის რეგიონების წინააღმდეგ რეგულარულად ახორციელებენ შეტევებს მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატებით, რაკეტებით, კორექტირებადი საავიაციო ბომბებითა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით. მიუხედავად მტკიცებულებებისა და ჩვენებებისა, მოსკოვი ში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდანვე უარყოფს სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ მიზანმიმართულ იერიშებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ფეხბურთში წარმატების ეიფორიამ გარეთ გამოიტანა ყველა თვისება, რომლის დაფარვასაც „ნაციონალები“ გულმოდგინედ ცდილობენ – ფეხბურთელები „მოღალატეებად“ იქცნენ მხოლოდ იმიტომ, რომ მათი სულისკვეთება არ გაიზიარეს