კულტურის სფეროს წარმომადგენლები თეა წულუკიანს გადადგომისკენ მოუწოდებენ – ხელოვანები მინისტრს ბიუჯეტის არაადეკვატურად დახარჯვასა და პროპაგანდის წარმოებაში ადანაშაულებენ.
კინომცოდნეები, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში არიან გადასული, ამბობენ, რომ ეს არის ფესტივალის მოტყუება, რადგან დელეგატების ინფორმაცია მართებულად არ არის შეყვანილი.
უამრავი ფული იხარჯება იმაში, რომ პროპაგანდისტული არხის წარმომადგენლები ჩავიდნენ “ბერლინალეზე”. რა საქმეზე ჩავიდნენ, გაუგებარია. ყველანაირი ინფორმაცია არის დახურული. კულტურის სამინისტრო ნაცვლად იმისა, რომ ემსახურებოდეს კულტურის სფეროს, დაკავებული არის პროპაგანდით, ბიუჯეტის მავნებლური ხარჯვით ნაცვლად იმისა, რომ მიმდინარეობდეს კულტურის პოლიტიკაზე მუშაობა და ასეთ ვითარებაში, მე მგონი, საერთოდ აღარ ისმება საკითხი იმისა, რომ მინისტრი უნდა გადადგეს”, – ამბობს კულტურის სფეროს წარმომადგენელი.
ცნობისთვის, ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინობაზრობაზე კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული ეროვნული კინოცენტრის სტენდს 32-წევრიანი დელეგაცია წარადგენს. როგორც ირკვევა, დელეგაციაში შედიან სამთავრობო პროპაგანდისტული არხის, POSTV-ის წამყვანი, გური სულთანიშვილი და ამავე არხის ჟურნალისტი, სალომე გობრონიძე.
tvpirveli