წულუკიანი: [პროტესტს] 2 თუ 3 თეატრი უერთდება – ხელოვანების უმრავლესობა კანონს მხარს უჭერს

კულტურის სამინისტროს სისტემაში 30-მდე თეატრია. მთლიანად ქვეყანაში, რა თქმა უნდა, უფრო მეტია. და თქვენ ხედავთ 2 თუ 3 თეატრს, რომელიც [პროტესტს] უერთდება […] ხელოვანების უმრავლესობა, პირველ რიგში, სწორედ სახელმწიფო თეატრებში, ამ კანონს მხარს უჭერს. მათ ძალიან კარგად ესმით, რომ ეს არის ქართული კანონი, რომელიც საქართველოს ძლივს მოპოვებული დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად უნდა მივიღოთ. ვინც მხარს არ უჭერს, ის უმცირესობაშია, მაგრამ თავის ქმედებებში თავისუფალია.