წულუკიანი: მე ვარ დასანქცირებული. ჩავთვალოთ, რომ, დღეს არ მიკეთია ბროში, მაგრამ ბროში რომ მიკეთია, იმის მაგივრად მიკეთია ყვითელი ვარსკვლავი, თუ ჩავთვლი, რომ სანქცია არის ჩემთვის ყვითელი ვარსკვლავი, რომ ვარ მე მიუღებელი

„მე ვარ დასანქცირებული. ჩავთვალოთ, რომ, დღეს არ მიკეთია ბროში, მაგრამ ბროში რომ მიკეთია, იმის მაგივრად მიკეთია ყვითელი ვარსკვლავი, თუ ჩავთვლი, რომ სანქცია არის ჩემთვის ყვითელი ვარსკვლავი, რომ ვარ მე მიუღებელი.
რატომ ვარ მიუღებელი, მე ხომ არაფერი დამიშავებია? იმიტომ ვარ მიუღებელი, რომ მე ვარ განსხვავებული, მე მაქვს განსხვავებული აზრი, რომ მე არ გეთანხმები, რომ მე გაკრიტიკებ, რომ მე ისეთი რიტორიკა მაქვს, რომელიც შენ გაწუხებს.
გეუბნები, რომ მე, ევროპელი, ქართველი, რომელიც შენთან ერთად გავიზარდე, ბატონი მაკრონი ჩემზე უმცროსია, ჩემს შემდეგ კურსზე იყო… ერთად გავიზარდეთ, ერთ ევროპაში, ერთ ღირებულებებზე, მე დღეს ვფიქრობ, რომ რაღაც არ არის კარგად, ორგანიზმში არის ვირუსი. შენ ეს არ მოგწონს და მომაკარი იარლიყი სანქციის სახით…
ევროპაში იარლიყების ეპოქა დგება. იარლიყების ეპოქა ყველა ქვეყანაში არის საშიში ეპოქა. ეს ეპოქა დგება. იარლიყს მე და ჩემნაირი საქართველოს მოქალაქეები, ყველაფერს ავიტანთ, იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, რისთვის კეთდება ეს და რატომ არ უნდა გვეშინოდეს ამ იარლიყის. ჩვენი ფუნქციაა, რომ თუ ეს იარლიყები უნდა იყოს, იყოს ჩვენზე, ხელისუფლების წარმომადგენლებზე და რომ ეს არ გავრცელდეს სხვა მოქალაქეებზე“ – თქვა „ოცნების“ დეპუტატმა თეა წულუკიანმა გადაცემაში იმედი LIVE.
.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე: “კარგად ხომ მოიქეცით? ახლა კიდევ უფრო უკეთ უნდა მოიქცეთ” არის რუსების მიდგომა. სანამ ფორმალურ-იურიდიულად არ წაიღებენ ქვეყანას მანამდე არ გაჩერდებიან. ქოცებსაც ბოლომდე მიაწვებიან და გაანადგურებენ