წულუკიანი გელათზე: “არ ვიცი”, ნიშნავს “არ ვიცი” – რასაც მე არ ვაკეთებ, პასუხს ვერ ვაგებ

კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, აცხადებს, რომ ამ 2022 წლის 3 ოქტომბრის შემდეგ, სამინისტრო აღარ არის პასუხისმგებელი გელათის მონასტრის მდგომარეობაზე და შესაბამისად, მისთვის ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა ვითარება არის მონასტერში.
კერძოდ, წულუკიანის თქმით, 2022 წლის 3 ოქტომბერს სამინისტრომ მეპატრონისგან მიიღო წერილი, რომლის მიხედვითაც გელათში ნებისმიერი სახის სამუშაოები უნდა შეჩერებულიყო.
“ღიად გეუბნებით, რომ იმაზე, რასაც მე არ ვაკეთებ, პასუხს ვერ ვაგებ. ძალიან სამწუხაროა, რომ 2022 წლის სამი ოქტომბრიდან ჩვენ მოგვეცა მითითება, აღარ ვიმუშაოთ გელათში. ამიტომ ამ პერიოდიდან ჩემთვის აბსოლუტურად უცნობია ინსტიტუციურად რა ხორციელდება იქ. როგორც გვითხრეს, იუნესკო აპირებს ვიზიტს გელათში – პროაქტიულ, რეაქტიულ ვიზიტს. რა თქმა უნდა მათი დასკვნის შედეგად გვეცოდინება ამჟამად იქ რა ვითარებაა.
მე მაქვს რწმენა იმის, რომ იქ ყველაფერი არის კარგად და საუკეთესოდ. რაზეც ჩვენ, სამინისტრო ვაგებთ პასუხს არის პერიოდი 2021 წლის მაისიდან, 2022 წლის 3 ოქტომბრამდე – დღე, როდესაც მივიღეთ ოფიციალური წერილი და მითითება მესაკუთრიდან, რომ ყველა ტიპის სამუშაო იქ შეჩერებულიყო. ეს ნიშნავს რომ 2022 წლისა და 2023 წლის ზამთრები როგორ გაიარა ძეგლმა, არ ვიცით.