“წულუკიანის საოცარი ინოვაცია” – რისთვის შეიძლება გამოიყენო ლევილი?

წინა დღეს თეატრალურის ლექტორის, ვინმე გიორგი სიხარულიძის ვიდეო შემომხვდა, პროტესტში მონაწილე თავისივე სტუდენტის გასაშავებლად რომ ჩაწერა, მაგრამ ახლა ამ მდაბიო საქციელზე არ ვწერ. ამ ვიდეოდან ასევე ვიგებთ ს საოცარი ინოვაციის შესახებ: საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი თეატრებისთვის დაუწყია ახალი პროგრამა: რეპეტიციების გავლა ლევილის მამულში. ეს სიხარულიძე პარალელურად დმანისის თეატრის ხელმძღვანელიც ყოფილა და რომ დაიწყო მოყოლა, ამ პროგრამით ჩვენი თეატრიც გაემგზავრა ლევილში 21 დღითო, ვიფიქრე, ალბათ, ლევილში იყო დაგეგმილი რაიმე ღონისძიება და წინასწარ გაუშვეს, რომ ბარემ იქვე მომზადებულიყვნენ ამ ღონისძიებისთვის-მეთქი. თურმე სად ბანაობ?! უბრალოდ დმანისის თეატრის რეპერტუარში გაჩენილი ახალი სპექტაკალის მოსამზადებლად 21 დღით მთელი დასი ბიუჯეტის ხარჯზე გაუშვეს საფრანგეთში. და როგორც ამ სიხარულიძემ გვამცნო, ამ პროგრამით უკვე იყვნენ ლევილში სხვა მუნიციპალური თეტრებიც. ანუ კარგად რომ გაიაზროთ რა ხდება: იქ კი არ უნდა ითამაშონ სპექტაკლი, უბრალოდ ლევილს იყენებენ, როგორც სარეპეტიცო დარბაზს, სამი კვირით მიემგზავრებიან საფრანგეთში, ყველა ხარჯს ანაზღაურებს ბიუჯეტი: ფრენას, ცხოვრებას, ჭამას. დღიურ ფულსაც უხდიან მსახიობებს (ეს ყველაფერი სიხარულიძემ მოყვა), მერე ჩამოდიან საქართველოში და თავიანთ თეატრებში თამაშობენ სპექტაკლებს. ხომ საოცარი და აუცილებელი პროგრამაა იმ ქვეყანაში სადაც 600 000 სოციალურად დაუცველი გვყავს! რეპეტიციისთვის დარბაზი გჭირდება? თუ ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ხარ, მიმართე სამანისტროს და ხალხის ფულით გაგიშვებენ საფრანგეთში 21 დღით. ამ კაცმა ისიც გვამცნო, ამით უნდა ქალბატონ თეას ლევილი გამოაცოცხლოსო.
ლევილის გამოცოცხლების რა გითხრათ, მაგრამ ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობული თეატრების მოსამადლიერებლად კარგი ხერხი უპოვია ქალბატონ მინისტრს – ხალხის ხარჯზე ერთგვარ შემოქმედბეით მივლინებებს უწყობს მათ საფრანგეთში. რა დრო დადგა!
მსახიობები ერთმანეთს რომ ეტყვიან:
სად გავიაროთ რეეპეტიცია? დმანისში?
რა გვინდა დმანისში, წამო პარიზთან ახლოს კარგი დარბაზი ვიცი. ეს არაა პროგრესი, თქვე დაუნახავებო!