“ოცნების” ერთპარტიულმა პარლამენტმა დღეს პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა დადგენილება, რომლის მიხედვითაც წულუკიანის “დროებით საგამოძიებო კომისიას” უფლებამოსილება კიდევ ერთი თვე, 5 ივლისამდე გაუგრძელდა.
შუალედური დასკვნის მიხედვით, კომისია კვლავ იძიებს 2013-2025 წლებში პოლიტიკოსებისა და ყოფილი თანამდებობის პირების მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებულ შესაძლო საზიანო ქმედებებს. როგორც განმარტებაში ვკითხულობთ, დოკუმენტური და აუდიო-ვიდეო მასალების სრულფასოვანი ანალიზისთვის დამატებითი დროა საჭირო.
კომისია ივნისის თვეს ძირითადად მტკიცებულებების შესწავლასა და დასკვნის საბოლოო პროექტზე მუშაობას დაუთმობს. სხდომების ნაწილი კი კვლავ ღია ფორმატში გაიმართება.
