“წულუკიანის კომისია” სრული შემადგენლობით დაასანქცირეს

ესტონეთმა საქართველოს კიდევ 19 მოქალაქე დაასანქცირა – სანქცირებულთა შორის არიან ის პროკურორები და მოსამართლეები, რომლებიც სინდისის პატიმრების საქმეებზე მუშაობენ.
შეზღუდვები დაუწესდათ “ქართული ოცნებისა” და მისი განაყოფის “ხალხის ძალის” დეპუტატებს.
აღსანიშნავია, რომ სანქცირებულთა სიაში არიან სადაო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტში შექმნილი ე.წ. საგამოძიებო კომისის წევრები.
· ;
· ილია ინჯია;
· ირაკლი ქადგიშვილი;
· გურამ მაჭარაშვილი;
· თენგიზ შარმანაშვილი;
· სოზარ სუბარი;
· ალექსანდრე ტაბატაძე;
რაც შეეხება თეა წულუკიანს, ის ესტონეთმა პირველ ეტაპზე დაასანქცირა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
„ქართულ ოცნებას“ ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილი აქვს წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს.
“ქართული ოცნების” მიერ მიღებული რეგლამენტით, საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის შეიძლება, პატიმრობით დაისაჯოს.
ასე მოხდა 8 პოლიტიკოსის შემთხვევაში.
, ბადრი ჯაფარიძე, , , , ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, გივი თარგამაძე, ირაკლი ოქრუაშვილი – ყველა მათგანი წულუკიანის კომისაიაზე გამოუცხადებლობის გამო ციხეში გაუშვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე