წულუკიანის კომისია ბოლო სხდომას 4 აგვისტოს გამართავს და დასკვნას დაამტკიცებს

წულუკიანის კომისია ბოლო სხდომას 4 აგვსიტოს, 11:00 საათზე გამართავს. ცნობილია, რომ სხდომაზე კომისიის დასკვნის პროექტის თაობაზე იმჯელებენ და დაამტკიცებენ.
“სხდომაზე განსახილველი საკითხია საქართველოს პარლამენტის 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის პროექტის თაობაზე მსჯელობა და დამტკიცება” – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამომ ოპოზიციის ლიდერები ციხეში არიან:
, ბადრი ჯაფარიძე, , , ზურაბ ჯაფარიძე, , ირაკლი ოქრუაშვილი და გივი თარგამაძე.
წულუკიანის კომისიაზე ორჯერ გამოიკითხა გიორგი გახარია, რის საფუძველზეც დაწყებულია გამოძიება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე.
წულუკიანის კომისიის წევრები 19 ივლისს ესტონეთმა დაანსაქცირა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი პეტერ ფიშერზე – როდესაც პოლიტიკური ლიდერის ოჯახისგან ქირაობ ფართს და მასვე დაჰყვები მხარდასაჭერად, ყველა ეტიკეტის დარღვევის მწვერვალია – ადასტურებს, რომ შეუძლია დაიკავოს პოზიცია, თუ რამდენად არაფერს წარმოადგენს მისთვის ქართველი ხალხი